"ბოდიში, რომ ქართული თეატრი დასრულდა..." - ნიკა თავაძე ემოციურ განცხადებას აქვეყნებს
რეჟისორ დათა თავაძის ავანგარდულ სპექტაკლ "ლიბერტეს" პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში "სამეფო უბნის თეატრში" გაიმართა, რომლის გარშემოც მაისის დასაწყისში სოციალურ ქსელში სერიოზული დისკუსია დაიწყო.სპექტაკლის ანონსში მითითებული იყო, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და ასევე, აკრძალულია გადაღება.თუმცა სოციალურ ქსელში გვარცელდა სპექტაკლიდან ფარულად გადაღებულ ერთწუთიანი მონაკვეთი, რომელსაც მოჰყვა სკანდალი.რეჟისორ დათა თავაძის მამა, ნიკა თავაძე, ემოციურ სტატუსს ავქყნებს, რომელიც სპექტაკლ "ლიბერტეს" ეხება."სპექტაკლი "LIBERTE” (თავისუფლება). პირველ რიგში ბოდიში! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით ტყუილისგან. ბოდიში იმისთვის რაც დაგვაბრალეს. ბოდიში იმისთვის, რომ თუ კი რამე გამეგება ამ პროფესიაში ეს სპექტაკლი ერთ-ერთ საუკეთესოა და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში. ბოდიში იმისთვის, რომ სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებს. ბოდიში იმისთვის, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად გატკინეთ. ბოდიში იმისთვის, რომ ვეღარასდროს ნახავთ ამ სპექტაკლს და ვერასდროს იგრძნობთ რასაც ვგულისხმობ.ბოდიში, რომ კოლეგები გვხვრეტენ! ბოდიში, რომ ქართული თეატრი დასრულდა. ბოდიში, რომ შვილებს ვერ ვიცავთ. ბოდიში, რომ უკეთესი მომავლისთვის ხმა ამოვიღეთ. ბოდიში, რომ უსამართლობას და უკანონობას ვერ ვეგუებით. ბოდიში - იდეალებისთვის, ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის. ბოდიში იმისთვის რაც გვინდოდა, ახლაც გვინდა, ან ოდესმე მოგვინდება…გიხდით ერთ…! დიდ… ! გაერთიანებულ…! და გენერალურ… ბოდიშს……!!!ჩვენ ამ სპექტაკლით დავუპირისპირდით ფარისევლობას, ვაჩვენეთ ზღვარგადასული ქცევა, ვამხილეთ მატყუარები და სხვისი ძარცვით გამდიდრებულები, დავგმეთ სუსტის ჩაგვრა და ძლიერების კულტი. ეს გავაკეთეთ მაქსიმალური დაცულობით, დარბაზის მინიმალური ზომით, მაყურებლის მინიმალური რაოდენობით.სადაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება, რომ ამის გადაღება და გავრცელება არ შეიძლება. მაგრამ, შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ორსაათნახევრიანი სპექტაკლიდან ამოგვიჭრეს 30 წამი და ესაა სპექტაკლიო ამბობენ…ჩვენ ვერ გეტყვით რა განსხვავებაა პირად ცხოვრების კადრების გამოქვეყნებასა და ამ კადრების თქვენამდე მოტანას შორის. ჩვენ ვერ გეტყვით ვინ დგას თეატრსა და პროპაგანდას შორის.ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ობიექტური სურათი დაგანახოთ, ჩვენს ხელთ არსებული მინიმალური საშუალებით. ვთვლით, რომ თქვენ, იმსახურებთ სიმართლე იცოდეთ, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ სიმართლე" - წერს ნიკა თავაძე.

სპექტაკლის ანონსში მითითებული იყო, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და ასევე, აკრძალულია გადაღება.
თუმცა სოციალურ ქსელში გვარცელდა სპექტაკლიდან ფარულად გადაღებულ ერთწუთიანი მონაკვეთი, რომელსაც მოჰყვა სკანდალი.
რეჟისორ დათა თავაძის მამა, ნიკა თავაძე, ემოციურ სტატუსს ავქყნებს, რომელიც სპექტაკლ "ლიბერტეს" ეხება.
"სპექტაკლი "LIBERTE” (თავისუფლება). პირველ რიგში ბოდიში! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით ტყუილისგან. ბოდიში იმისთვის რაც დაგვაბრალეს. ბოდიში იმისთვის, რომ თუ კი რამე გამეგება ამ პროფესიაში ეს სპექტაკლი ერთ-ერთ საუკეთესოა და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში. ბოდიში იმისთვის, რომ სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებს. ბოდიში იმისთვის, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად გატკინეთ. ბოდიში იმისთვის, რომ ვეღარასდროს ნახავთ ამ სპექტაკლს და ვერასდროს იგრძნობთ რასაც ვგულისხმობ.
ბოდიში, რომ კოლეგები გვხვრეტენ! ბოდიში, რომ ქართული თეატრი დასრულდა. ბოდიში, რომ შვილებს ვერ ვიცავთ. ბოდიში, რომ უკეთესი მომავლისთვის ხმა ამოვიღეთ. ბოდიში, რომ უსამართლობას და უკანონობას ვერ ვეგუებით. ბოდიში - იდეალებისთვის, ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის. ბოდიში იმისთვის რაც გვინდოდა, ახლაც გვინდა, ან ოდესმე მოგვინდება…
გიხდით ერთ…! დიდ… ! გაერთიანებულ…! და გენერალურ… ბოდიშს……!!!
ჩვენ ამ სპექტაკლით დავუპირისპირდით ფარისევლობას, ვაჩვენეთ ზღვარგადასული ქცევა, ვამხილეთ მატყუარები და სხვისი ძარცვით გამდიდრებულები, დავგმეთ სუსტის ჩაგვრა და ძლიერების კულტი. ეს გავაკეთეთ მაქსიმალური დაცულობით, დარბაზის მინიმალური ზომით, მაყურებლის მინიმალური რაოდენობით.
სადაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება, რომ ამის გადაღება და გავრცელება არ შეიძლება. მაგრამ, შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ორსაათნახევრიანი სპექტაკლიდან ამოგვიჭრეს 30 წამი და ესაა სპექტაკლიო ამბობენ…
ჩვენ ვერ გეტყვით რა განსხვავებაა პირად ცხოვრების კადრების გამოქვეყნებასა და ამ კადრების თქვენამდე მოტანას შორის. ჩვენ ვერ გეტყვით ვინ დგას თეატრსა და პროპაგანდას შორის.
ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ობიექტური სურათი დაგანახოთ, ჩვენს ხელთ არსებული მინიმალური საშუალებით. ვთვლით, რომ თქვენ, იმსახურებთ სიმართლე იცოდეთ, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ სიმართლე" - წერს ნიკა თავაძე.
What's Your Reaction?






