"ბოლო წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო..." - რას ყვება სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელშიც თავის გამოცდილებას უაზიარებს გამომწერებს."სად ვიყავი ერთი თვე და Restart Rehab ში... ????ბოლო წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, ნორმატიული მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, ვინც მიცნობს კარგად იცის, ჩემს ცხოვრებაში ალკოჰოლი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან გაჩნდა, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებდი თავის გაკონტროლებას, მაგრამ როგორც წესია და ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ნელნელა გავხდი უკონტროლო, გაუაზრებელი, იმპულსური, რამაც მოიტანა ბევრი ისეთი ქმედება არაფხიზელ მდგომარეობაში, რომ ვაზიანებდი ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, გარემოს... ამპარტავნება, ეგოცენტრიზმი, შური, ბრაზი ჩემი არაფხიზელი ცხოვრების წესად იქცა და თითქმის არ დამრჩა ახლობელი ადამიანი ვისაც არ ვაწყენინე, მერე რა რომ ზოგმა მითხრა და ზოგმა უბრალოდ გამიტარა ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს რომ ის რასაც მე ვერ ვგრძნობდი, ხედავდნენ და ამჩნევდნენ ჩემი მეგობრები, აი ასე მომკიდა ჩემმა ხუჭუჭა ნანუკამ ხელი და ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვხვდი ერთ მშვიდ და კარგ ადგილას, სადაც გავატარე ერთი თვე... იქაური ცხოვრების წესებზე და პრინციპებზე ბევრს არ მოვყვები, მარტო იმას გეტყვით რა ცოდნით გამოვედი... ❌ ალკოჰოლიზმიც და ნარკომანიაც არის დაავადება, რომელიც არ ინკურნება და ერთადერთი გამოსავალი არის ამ დაავადებასთან თანაცხოვრება და მისი მართვა. ❌ ეს ყველაფერი 80 % ით არის გენეტიკურად გადმოსული ჩვენზე.❌ ალკოჰოლზე დამოკიდებულაც ნარკომანიაა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.❌ ჩვენი პრობლემა არ არის სმა ან ნივთიერებების მოხმარება, ეს მხოლოდ გამოვლინებაა, ჩვენი პრობლემა არის ჩვენი დამოკიდებულება სხვადასხვა ხასიათის დეფექტებზე და ემოციებზე. ❌ ჩვენი პრობლემაა გამოუთქმელობა, დაგროვებული უარყოფითი ემოციები, დახმარების არ თხოვნა, ყველა პრობლემის ჩვენებურად გადაწყვეტა. არადა ყველაფერი ძალიან მარტივია... ✅ სურვილი ვიყოთ ფხიზლები!✅ ობიექტურად გავიაზროთ ჩვენი პრობლემა, შელამაზების გარეშე. ✅ ვითხოვოთ დახმარება, ეს არაა სირცხვილი!✅ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. ✅მოვუსმინოთ სხვას, ვინც უკეთ ერკვევა ჩვენს დაავადებაში, თორემ საკუთარ თავს სადამდე მივყავართ, კი ვიცით. ✅ ვიყოთ მუდმივ დისციპლინაში და რეჟიმში. ✅ დრო კი არ გავიყვანოთ, გამოვიყენოთ!✅ პატივი ვცეთ და დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა!✅ გავიაზროთ რომ სამყაროში უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა!მარტივია! ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას ვისაც ჩემი უაზრო და უგონო ქცევებით გული გატკინეთ, რამე გაწყენინეთ ან დაგაზიანეთ! გეფიცებით, ყველაფერს გულწრფელად ვნანობ, მესმის რომ პატიებაც რთული პროცესია გონებაში და ტვინში, ამიტომაც იქნებ ოდესმე შეძლოთ! იქ, რეჰაბში, ერთი თვე ჩემს ირგვლივ და ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ტკივილები და მდგომარეობა ტანჯავდათ, მაგრამ ისე მივლიდნენ, ისე მპატრონობდნენ, ისეთ მაგალითს მაძლევდნენ, როგორც ოჯახის წევრს, ამიტომაც ახლა, ამ გამოჯანმრთელების გზაზე, უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, სხვას, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება, მის გვერდით არ დავდგე! ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის, ნუ შეგრცხვებათ! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთს აკეთებთ, რაც სხვას არ გაუკეთებია! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთი ხდება თქვენს თავს, რაც სხვას არ გადახდენია! და რაც მთავარია, ნუ ფიქრობთ რომ გამოსავალი არ არსებობს! არ შეეგუოთ ამ მდგომარეობას! პირადში მომწერეთ თუ გნებავთ, პატივი იქნება ეს ჩემთვის და პირიქით მე დამეხმარება გამოჯანმრთელების გზაზე!თუ გნებავთ ოჯახის წევრზე მომწერეთ, მეგობარზე... გაგიზიარებთ ყველაფერს რაც ვიცი, რაც განვიცადე, რა გავიარე, რა არის საჭირო და რა დაგვეხმარება ამ გზაზე! იქ, რეჰაბში, ყოველ დილით ერთი კარგი წესი არსებობს, მადლიერება ჰქვია! დილით წერ თუ ვისი და რისი მადლიერი ხარ ამ სამყაროში... თავიდან ძნელია, რთულია, რაღაც არ გიშვებს, რაღაც გაჩერებს, მერე ეჩვევი... ჰოდა ახლა მინდა გითხრათ... ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო! მადლიერი ვარ თქვენი, ყველაფრისთვის ამ ცხოვრებაში, რომ ხართ და ვარ! რომ ერთად ვართ! რომ შეგვიძლია ერთმანეთს მხარში დავუდგეთ! მიყვარხართ!" - წერს სანდრო ელოშვილი.

მაი. 27, 2025 - 22:57
 0
"ბოლო წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო..." - რას ყვება სანდრო ელოშვილი
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელშიც თავის გამოცდილებას უაზიარებს გამომწერებს.

"სად ვიყავი ერთი თვე და Restart Rehab ში... ????
ბოლო წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, ნორმატიული მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, ვინც მიცნობს კარგად იცის, ჩემს ცხოვრებაში ალკოჰოლი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან გაჩნდა, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებდი თავის გაკონტროლებას, მაგრამ როგორც წესია და ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ნელნელა გავხდი უკონტროლო, გაუაზრებელი, იმპულსური, რამაც მოიტანა ბევრი ისეთი ქმედება არაფხიზელ მდგომარეობაში, რომ ვაზიანებდი ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, გარემოს...

ამპარტავნება, ეგოცენტრიზმი, შური, ბრაზი ჩემი არაფხიზელი ცხოვრების წესად იქცა და თითქმის არ დამრჩა ახლობელი ადამიანი ვისაც არ ვაწყენინე, მერე რა რომ ზოგმა მითხრა და ზოგმა უბრალოდ გამიტარა ეს ყველაფერი.

მადლობა ღმერთს რომ ის რასაც მე ვერ ვგრძნობდი, ხედავდნენ და ამჩნევდნენ ჩემი მეგობრები, აი ასე მომკიდა ჩემმა ხუჭუჭა ნანუკამ ხელი და ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვხვდი ერთ მშვიდ და კარგ ადგილას, სადაც გავატარე ერთი თვე... იქაური ცხოვრების წესებზე და პრინციპებზე ბევრს არ მოვყვები, მარტო იმას გეტყვით რა ცოდნით გამოვედი...

❌ ალკოჰოლიზმიც და ნარკომანიაც არის დაავადება, რომელიც არ ინკურნება და ერთადერთი გამოსავალი არის ამ დაავადებასთან თანაცხოვრება და მისი მართვა.
❌ ეს ყველაფერი 80 % ით არის გენეტიკურად გადმოსული ჩვენზე.
❌ ალკოჰოლზე დამოკიდებულაც ნარკომანიაა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.
❌ ჩვენი პრობლემა არ არის სმა ან ნივთიერებების მოხმარება, ეს მხოლოდ გამოვლინებაა, ჩვენი პრობლემა არის ჩვენი დამოკიდებულება სხვადასხვა ხასიათის დეფექტებზე და ემოციებზე.
❌ ჩვენი პრობლემაა გამოუთქმელობა, დაგროვებული უარყოფითი ემოციები, დახმარების არ თხოვნა, ყველა პრობლემის ჩვენებურად გადაწყვეტა.
არადა ყველაფერი ძალიან მარტივია...

✅ სურვილი ვიყოთ ფხიზლები!
✅ ობიექტურად გავიაზროთ ჩვენი პრობლემა, შელამაზების გარეშე.
✅ ვითხოვოთ დახმარება, ეს არაა სირცხვილი!
✅ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი.
✅მოვუსმინოთ სხვას, ვინც უკეთ ერკვევა ჩვენს დაავადებაში, თორემ საკუთარ თავს სადამდე მივყავართ, კი ვიცით.
✅ ვიყოთ მუდმივ დისციპლინაში და რეჟიმში.
✅ დრო კი არ გავიყვანოთ, გამოვიყენოთ!
✅ პატივი ვცეთ და დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა!
✅ გავიაზროთ რომ სამყაროში უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა!
მარტივია!

ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას ვისაც ჩემი უაზრო და უგონო ქცევებით გული გატკინეთ, რამე გაწყენინეთ ან დაგაზიანეთ! გეფიცებით, ყველაფერს გულწრფელად ვნანობ, მესმის რომ პატიებაც რთული პროცესია გონებაში და ტვინში, ამიტომაც იქნებ ოდესმე შეძლოთ!

იქ, რეჰაბში, ერთი თვე ჩემს ირგვლივ და ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ტკივილები და მდგომარეობა ტანჯავდათ, მაგრამ ისე მივლიდნენ, ისე მპატრონობდნენ, ისეთ მაგალითს მაძლევდნენ, როგორც ოჯახის წევრს, ამიტომაც ახლა, ამ გამოჯანმრთელების გზაზე, უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, სხვას, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება, მის გვერდით არ დავდგე!

ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის, ნუ შეგრცხვებათ! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთს აკეთებთ, რაც სხვას არ გაუკეთებია! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთი ხდება თქვენს თავს, რაც სხვას არ გადახდენია! და რაც მთავარია, ნუ ფიქრობთ რომ გამოსავალი არ არსებობს! არ შეეგუოთ ამ მდგომარეობას!
პირადში მომწერეთ თუ გნებავთ, პატივი იქნება ეს ჩემთვის და პირიქით მე დამეხმარება გამოჯანმრთელების გზაზე!
თუ გნებავთ ოჯახის წევრზე მომწერეთ, მეგობარზე... გაგიზიარებთ ყველაფერს რაც ვიცი, რაც განვიცადე, რა გავიარე, რა არის საჭირო და რა დაგვეხმარება ამ გზაზე!

იქ, რეჰაბში, ყოველ დილით ერთი კარგი წესი არსებობს, მადლიერება ჰქვია! დილით წერ თუ ვისი და რისი მადლიერი ხარ ამ სამყაროში... თავიდან ძნელია, რთულია, რაღაც არ გიშვებს, რაღაც გაჩერებს, მერე ეჩვევი... ჰოდა ახლა მინდა გითხრათ...
ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო! მადლიერი ვარ თქვენი, ყველაფრისთვის ამ ცხოვრებაში, რომ ხართ და ვარ! რომ ერთად ვართ! რომ შეგვიძლია ერთმანეთს მხარში დავუდგეთ! მიყვარხართ!" - წერს სანდრო ელოშვილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow