ბოჭორიშვილი: როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ

“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გამოეხმაურა მარკო რუბიოს კომენტარს, საქართველოს კონტექსტში. ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ ა ფორმულირებით დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეკითხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესის სხდომაზე. მისივე თქმით, ჯო უილსონის ყველა წინადადება, რაც მან საქართველოზე თქვა, დეზინფორმაციული იყო. “პირველ რიგში, ვიდრე რუბიოს პასუხზე […]

მაი. 22, 2025 - 00:57
 0
ბოჭორიშვილი: როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ

“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გამოეხმაურა მარკო რუბიოს კომენტარს, საქართველოს კონტექსტში.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ ა ფორმულირებით დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეკითხვა -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესის სხდომაზე. მისივე თქმით, ჯო უილსონის ყველა წინადადება, რაც მან საქართველოზე თქვა, დეზინფორმაციული იყო.
“პირველ რიგში, ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ შეკითხვა, რომელიც დაისვა კონგრესში – როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული? კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული. ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გაჟღერდა, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის (უილსონი) აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს.
პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში ახსენეს საქართველოს საკითხი კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ბოჭორიშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუბიოს კომენტარით ერთი რამის გაგება შეიძლება და ეს არის ის, რომ აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
“თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, მაშინ სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, დღეს სრულ თანხვედრაშია აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ. რაც შეიძლება გავიგოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს”, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 21 მაისს კონგრესში პირველი კომენტარი გააკეთა “ქართულ ოცნებაზე” და განაცხადა, რომ ამჟამად თეთრი სახლი განიხილავს ვარიანტებს, რა ზომებს მიმართოს.
“ქართული ოცნების” მთავრობის შესახებ კითხვა მარკო რუბიოს კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა. მან “ოცნება” დაახასიათა ანტიამერიკულ მთავრობად, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესებს ატარებს საქართველოში.
რუბიოს ამ კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.
13 მაისს გავრცელებულ წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow