ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი წერს. „ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახრები მიუღებელია. დღეს მონაწილეობა მივიღე პარტნიორ ქვეყნებთან საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაიმართა. ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ ამას უპასუხოდ არ […]

ივლ. 1, 2025 - 20:27
 0
ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი წერს.
„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახრები მიუღებელია. დღეს მონაწილეობა მივიღე პარტნიორ ქვეყნებთან საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც სტივენ დაუთის ინიციატივით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაიმართა. ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, — წერს ბენჟამენ ადადი.
Les dérives autoritaires du rêve géorgien sont inacceptables. J’ participé aujourd’hui à une réunion de coordination avec des pays partenaires initiée par @SDoughtyMP sur la situation en Géorgie. Cette trajectoire va à l’encontre de l’aspiration européenne du peuple géorgien… pic.twitter.com/UKw6ekSfQe — Benjamin Haddad (@benjaminhaddad) July 1, 2025
მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.
შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დააფიქსირა პოზიცია საქართველოს „მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების” მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია“.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია “იმასთან, რაც დარჩა „ქართული ოცნების” მიერ დეკლარირებული ევროატლანტიკურ მისწრაფებებიდან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow