ბრიტანეთის მთავრობა – დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს. „უკრაინის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ამ კვირაში პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე პროდუქტიული დისკუსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, – […]


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს.
„უკრაინის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ამ კვირაში პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე პროდუქტიული დისკუსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათ ასევე განიხილეს ბრიტანულ და ამერიკულ გუნდებს შორის გამართული პროდუქტიული მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ეკონომიკური აღმავლობის შეთანხმებაზე.
What's Your Reaction?






