ბრიტანულმა უნივერსიტეტმა აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამებზე აკრედიტაცია მიიღო – რას სთავაზობენ სტუდენტებს?
ბრიტანულმა უნივერსიტეტმა, რომელიც 2020 წელს English Book Education-ის მიერ დაარსდა, ორ აღმასრულებელ საგანმანათლებლო/სამაგისტრო პროგრამაზე, კერძოდ, მენეჯმენტისა და ფინანსური მიმართულებით აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ლობჟანიძემ და ფინანსური მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი როსტიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. ნინო ლობჟანიძე ამბობს, რომ ფინანსური და მენეჯმენტის პროგრამები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ […]


ბრიტანულმა უნივერსიტეტმა, რომელიც 2020 წელს English Book Education-ის მიერ დაარსდა, ორ აღმასრულებელ საგანმანათლებლო/სამაგისტრო პროგრამაზე, კერძოდ, მენეჯმენტისა და ფინანსური მიმართულებით აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ლობჟანიძემ და ფინანსური მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი როსტიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
ნინო ლობჟანიძე ამბობს, რომ ფინანსური და მენეჯმენტის პროგრამები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიებია, რაც მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაა დამტკიცებული.
მისივე ცნობით, ორივე პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა და ეროვნულ რეგულაციასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტებიც დააკმაყოფილა.
„პროგრამები სრულად ინგლისურენოვანია. იმისათვის, რომ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტი მივიღოთ, საჭიროა აპლიკანტს 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება ჰქონდეს. ამასთან, დოკუმენტაცია უნდა იყოს სრულყოფილი, ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და თუ აპლიკანტს ენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ჩვენ ენის დამადასტურებელ გამოცდას შევთავაზებთ.
რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პროგრამას, გარდა სავალდებულო საგნებისა, მაგისტრანტს 8 ასარჩევ საგანს ვთავაზობთ, საიდანაც სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი ორი საგანი აირჩიოს. ისეთ საგნებს ვთავაზობთ, როგორიცაა სტრატეგიული რისკების მენეჯმენტი, ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა. ამასთან, კვეთა გვექნება ფინანსურ სამაგისტრო პროგრამასთან. გარდა ამისა, პროგრამაში დამატებულია ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი. მაგალითისთვის, თუ პროექტების მართვა იყო კლასიკური სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსი, ახლა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული პროექტების მართვა. დამატებით საგნებში კი შეთავაზებულია, საოჯახო ბიზნესი, სამეწარმეო ბიზნესი, ფინტექი და სხვა“, – ამბობს მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ აღმასრულებელი პროგრამები ბევრ სარგებელს აძლევს სტუდენტს. ყველაზე გამორჩეული შეთავაზება სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაა, სადაც ჩარიცხულ მაგისტრს 1 წლის განმავლობაში მისი ინტერესის შესაბამისად საშუალება ექნება, რომ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდეს. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ლისაბონი, მადრიდი, ბარსელონა, ჰონკონგი, ტოკიო.
მისივე ცნობით, გარდა გლობალური სტაჟირების პროგრამისა, მაგისტრებს საგანმანათლებლო დაწესებულება “ქოუჩინგ” პროგრამას სთავაზობს. მის ფარგლებში, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ მისთვის სასურველ ლექტორი ან “ქოუჩინგ” ცენტრიდან წარმომადგენელი “ქოუჩად” აირჩიოს, რომელთანაც სწავლის განმავლობაში იმუშავებს. არჩეული “ქოუჩი” მაგისტრს პროგრამების წარმატებულად დახურვაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში კი, ქოუჩი სტუდენტის დასაქმებას ხელს შეუწყობს.
თავის მხრივ, ფინანსური პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი როსტიაშვილი ჰყვება, რომ აღმასრულებელი ტიპის პროგრამა საქართველოსთვის სიახლეა, ხოლო ბრიტანული უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო ამ მიმართულებაზე.
„რაც შეეხება ფინანსების პროგრამას, ფინანსური სისტემები, ბაზრები, ტექნოლოგიები იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ჩვენი მაგისტრები თავიანთი პრაქტიკულ ცოდნასთან შერწყმით ისწავლიან. ეს კი სასურველ ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის. გარდა სავალდებულო და ასარჩევი საგნებისა, ჩვენ გვაქვს რეალური პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მაგისტრს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ საკუთარი კომპანიიდან რეალური ბიზნესქეისი ან ჩვენ შევთავაზებთ მისი ინტერესების მიხედვით ქეისს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა უნივერსიტეტმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულაცია. ვიცით, რომ სტუდენტები ხშირად იყენებენ CHATGPT-ს, შესაბამისად, ვცდილობთ, აკადემიურ ჩარჩოში მოვაქციოთ, რაც საერთაშორისო პრაქტიკიდანაა აღებული. ასარჩევ საგნებში კი ჩვენ მომიჯნავე პროფესიიდანაც ვთავაზობთ სხვადასხვა საგანს. გარდა ამისა, ჩვენს სტუდენტებს სამეცნიერო ბაზებთან ექნებათ წვდომა“, – ამბობს გიორგი როსტიაშვილი.
What's Your Reaction?






