“ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე “ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით ახლაა დრო ქვეყნის პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში: “სამწუხაროდ, […] “ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე პარალელი

თებ. 5, 2025 - 16:27
 0
“ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით ახლაა დრო ქვეყნის პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში:

სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო.

ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს.

მეგობრებო, ახლაა დრო, როცა საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში. მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.

მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.
სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს! ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow