“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

სააგენტო "პარალელი" “ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ მორალურ-პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს: “დიდი ხანია, ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში. რესურსებით და ძალით “ქართული ოცნება” იგებს. მორალურად ის აგებს. არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება გადავიდეს მორალური ძალა პოლიტიკურში. მაგრამ ვიცით, რომ ეს ხდება. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუნდაც წინასწარ […] “ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია პარალელი

მაი. 23, 2025 - 23:27
 0
“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

სააგენტო "პარალელი"
“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ მორალურ-პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს:

დიდი ხანია, ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში.

რესურსებით და ძალით “ქართული ოცნება” იგებს.

მორალურად ის აგებს.

არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება გადავიდეს მორალური ძალა პოლიტიკურში. მაგრამ ვიცით, რომ ეს ხდება.

ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუნდაც წინასწარ არ ვიცოდეთ, კონკრეტულად როდის და რა ფორმით გამოვლინდება ის.

ვერავის მოვუწოდებ, პრინციპის გამო ციხეში წავიდეს. ყველას ბრძოლის თავისი მეთოდები აქვს.

მაგრამ ის, რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, არის კიდევ ერთი მორალური შემოლაწუნება რეჟიმს. მზია ამაღლობელის სილა სხვა იყო და ზურა ჯაფარიძისა სხვა, მაგრამ ლოყა ბიძინა ივანიშვილს ორივე შემთხვევაში აეწვა.

ჩემი სოლიდარობა ზურას!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow