ბუდუ ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა
ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა მოიშუშა და ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „ჰაიდენჰაიმის“ რიგებში ვარჯიში განაახლა, — ამის შესახებ კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი. „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი ლეგიონერი 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ მატჩის დროს დაშავდა და შემდეგ მუხლის ტრავმის გამო ოთხი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა. ბოლო ორი ტურის წინ გერმანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი თავდამსხმელი […] The post ბუდუ ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა appeared first on .

ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა მოიშუშა და ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „ჰაიდენჰაიმის“ რიგებში ვარჯიში განაახლა, — ამის შესახებ კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი.
„ჰაიდენჰაიმის“ ქართველი ლეგიონერი 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ მატჩის დროს დაშავდა და შემდეგ მუხლის ტრავმის გამო ოთხი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა. ბოლო ორი ტურის წინ გერმანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი თავდამსხმელი გადამწყვეტ შეხვედრებში გუნდს დაეხმარებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ახლა გახდა რეალური.
კლუბის გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბუდუ ზივზივაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა კონკრეტულად როდის დაეხმარება გუნდს, ჯერ უცნობია. გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან „ბოხუმს“ უმასპინძლებს.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ზივზივაძის გუნდი 25 ქულით მე-18 ადგილზეა, ანუ პლეი აუტის ზონაში. დარჩენილ შეხვედრებში „ჰაიდენჰაიმი“ დაუპირისპირდება „ბოხუმს“ (2 მაისი), „უნიონსა“ (10 მაისი) და ბრემენის „ვერდერს“ (17 მაისი).
The post ბუდუ ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა appeared first on .
What's Your Reaction?






