გადავდივართ თბილისის მშრალი პორტის მეორე ფაზის მშენებლობაზე – ჯემალ ინაიშვილი

“გადავდივართ უშუალოდ მეორე ფაზის მშენებლობაზე. უკვე დავიწყეთ მუშაობა პროექტსა და ნებართვებზე, რომ მეორე ფაზაზე გადავიდეთ. მეორე ფაზა ითვალისწინებს დაახლოებით 50 000 კვადრატული მეტრი საერთო მოცულობის A კლასის საწყობების მშენებლობას. ამას ვერ შევუდგებოდით, თუ არ დავასრულებდით პირველ ეტაპს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 50-55 მლნ დოლარი იქნება, მაგრამ ეს შეიძლება გაიზარდოს. ასევე, გვინდა რომ საკუთრებაში […]

მაი. 24, 2025 - 02:27
 0
გადავდივართ თბილისის მშრალი პორტის მეორე ფაზის მშენებლობაზე – ჯემალ ინაიშვილი

“გადავდივართ უშუალოდ მეორე ფაზის მშენებლობაზე. უკვე დავიწყეთ მუშაობა პროექტსა და ნებართვებზე, რომ მეორე ფაზაზე გადავიდეთ. მეორე ფაზა ითვალისწინებს დაახლოებით 50 000 კვადრატული მეტრი საერთო მოცულობის A კლასის საწყობების მშენებლობას. ამას ვერ შევუდგებოდით, თუ არ დავასრულებდით პირველ ეტაპს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 50-55 მლნ დოლარი იქნება, მაგრამ ეს შეიძლება გაიზარდოს. ასევე, გვინდა რომ საკუთრებაში გვყავდეს საკონტეინერო პლატფორმები. ჩვენ დღეს ვართ დამოკიდებული რკინიგზაზე, არის ზოგიერთ შემთხვევაში დეფიციტი და შესაბამისად, პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ჩვენი სავაგონო პარკი საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რაც დამატებით ივნესტიციებს მოითხოვს”,- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 20 მლნ დოლარი შეადგინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow