“გადარჩნენ, სიცოხლე გაინაღდეს და ახლა ტელევიზორთან სხედან” - რას წერს დომენიკ მანგო ჟორჟოლიანთან დაკავშირებით

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანის, სახლში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა, რასაც ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ეხმაურება.“სპეციალურად ვაკვირდები ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილ ხალხს. მათ შორის ერთი-ორი გამოერია, ვისაც ეს ქალი დახმარებია. დანარჩენები გადარჩნენ, სიცოცხლე გაინაღდეს და ახლა სხედან ტელევიზორთან, შორიდან ადევნებენ თვალს როგორ ემუქრება მათთვის სიცოცხლის მიმცემს პატიმრობა (და არ აქვს მნიშვნელობა იმიტომს და ამიტომს, ფაქტი ასეთია).აი, ესაა ამ ქვეყნის რელობა. სიტყვას არ დაასველებენ არა თუ სიცოცხლეს მისცემენ ვინმეს. სიტყვას კი არა, თუ მოკვდები, უკანა ფეხებით მიწას მოგაყრიან ცხოველებივით. უკვე შემძულდა ყველაფერი, ხალხისკენ გახედვაც აღარ მინდა ასეთ მომენტებში.განა მათი იქ ყოფნა რამეს შეცვლიდა? უბრალოდ მორალური თანადგომაა, ადამიანს ოდნავ მაინც გაახარებდა და მოტივაციას მისცემდა. ახია ყველაფერი ამ უკეთურ ქვეყანაში, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი უკვე.”- წერს დომენიკ მანგო.

აპრ. 30, 2025 - 17:56
 0
“გადარჩნენ, სიცოხლე გაინაღდეს და ახლა ტელევიზორთან სხედან” - რას წერს დომენიკ მანგო ჟორჟოლიანთან დაკავშირებით
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანის, სახლში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა, რასაც ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სპეციალურად ვაკვირდები ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილ ხალხს. მათ შორის ერთი-ორი გამოერია, ვისაც ეს ქალი დახმარებია. დანარჩენები გადარჩნენ, სიცოცხლე გაინაღდეს და ახლა სხედან ტელევიზორთან, შორიდან ადევნებენ თვალს როგორ ემუქრება მათთვის სიცოცხლის მიმცემს პატიმრობა (და არ აქვს მნიშვნელობა იმიტომს და ამიტომს, ფაქტი ასეთია).

აი, ესაა ამ ქვეყნის რელობა. სიტყვას არ დაასველებენ არა თუ სიცოცხლეს მისცემენ ვინმეს. სიტყვას კი არა, თუ მოკვდები, უკანა ფეხებით მიწას მოგაყრიან ცხოველებივით. უკვე შემძულდა ყველაფერი, ხალხისკენ გახედვაც აღარ მინდა ასეთ მომენტებში.

განა მათი იქ ყოფნა რამეს შეცვლიდა? უბრალოდ მორალური თანადგომაა, ადამიანს ოდნავ მაინც გაახარებდა და მოტივაციას მისცემდა. ახია ყველაფერი ამ უკეთურ ქვეყანაში, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი უკვე.”- წერს დომენიკ მანგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow