გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

საქართველოში საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე  ახალი მექანიზმის დანერგვაა, რის თანახმადაც თავშესაფრის მიცემის საკითხს რიგ შემთხვევაში ქვეყანაში შემოშვების გარეშე საზღვარზევე განიხილავენ.  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  განაცხადა, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდება საჭირო. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

აპრ. 30, 2025 - 15:27
 0
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

საქართველოში საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე  ახალი მექანიზმის დანერგვაა, რის თანახმადაც თავშესაფრის მიცემის საკითხს რიგ შემთხვევაში ქვეყანაში შემოშვების გარეშე საზღვარზევე განიხილავენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  განაცხადა, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდება საჭირო.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow