გაეროში რუსეთის წარმომადგენლი, ზაბოლოცკაია: ნება მომეცით მოვიყვანო „ქართული ოცნების” განცხადების ციტატა მოიყვანა (ვიდეო)

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება მოიყვანა. 4 ივნისს 79-ე სესიაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას. თავის გამოსვლაში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამეს „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო […]

ივნ. 5, 2025 - 17:57
 0
გაეროში რუსეთის წარმომადგენლი, ზაბოლოცკაია: ნება მომეცით მოვიყვანო „ქართული ოცნების” განცხადების ციტატა მოიყვანა (ვიდეო)
გაეროში ს ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება მოიყვანა.
4 ივნისს 79-ე სესიაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.
???? თავის გამოსვლაში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამეს „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო შეტევა სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ყველა არსებული შეთანხმებისა და მშვიდობიანი დიალოგის დამყარების მცდელობა, შეუტია რუს სამშვიდობოებს”.
სწორედ ამ დროს მან ახსენა „ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ის ამონარიდი, სადაც „ქართული ოცნება” საჯარო სამართლებრივი პროცესის წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს:
????️ „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow