გალათასარაი ლეროი სანეს დამატებას უახლოვდება - დეტალები

ლეროი სანე ევროპის დიდი ფეხბურთიდან მიდის?

ივნ. 11, 2025 - 16:27
 0
გალათასარაი ლეროი სანეს დამატებას უახლოვდება - დეტალები
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული გალათასარაი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ მიუნხენის ბაიერნიდან ლეროი სანე დაიმატოს!

როგორც დაიწერა, საქმე უფასო ტრანსფერს ეხება. თურქები ამჟამად თავდაჯერებულები არიან გერმანელი ვინგერის კლუბში მოყვანასთან დაკავშირებით და სანესგან სულ მალე მწვანე შუქს ელიან.

აღმოჩნდა, რომ ლეროის ტრანსფერით კიდევ არაერთი კლუბი ყოფილა დაინტერესებული, თუმცა ყველაზე სწრაფი და ეფექტური სწორედ გალათასარაი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, შარშანდელ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow