„გამოკვეთილი საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით თუ ვივლით და არაფერი არ შეიცვალა, მომავალ წელს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად“ – მიხეილ კუკავა

„გამოკვეთილი საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით თუ ვივლით და არაფერი არ შეიცვალა, მომავალ წელს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად“ – მიხეილ კუკავა 2025 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, […]

მაი. 26, 2025 - 10:57
 0
„გამოკვეთილი საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით თუ ვივლით და არაფერი არ შეიცვალა, მომავალ წელს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად“ – მიხეილ კუკავა

„გამოკვეთილი საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით თუ ვივლით და არაფერი არ შეიცვალა, მომავალ წელს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად“ – მიხეილ კუკავა
2025 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა (3%) და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.
როგორც „სტემსქეილის” მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მიხეილ კუკავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, ეს მაჩვენებლები პარადოქსია.
„არასოდეს არ გვქონია დასაქმების და ბიუჯეტის ის მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის ფონზე, რაც ახლა გვაქვს. სტატისტიკის ეს რიცხვები ნიშნავს, რომ დაახლოებით 7 000-ით ნაკლები დასაქმებული გვყავს. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის სკეპტიციზმი, რასაც აშკარად აჩვენებს ბიზნესი. მცირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები – FDI არის ძალიან მგრძნობიარე იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ინვესტირების ფაქტორიც. ამ განწყობის მიზეზების გამო არამარტო ბიზნესები, არამედ ფიზიკური პირებიც თავს იკავებენ ხარჯვისგან,“ – განაცხადა მიხეილ კუკავამ.
მიხეილ კუკავამ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მონაცემების ფონზე „ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, კითხვის ნიშანს ბადებს“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს დღგ-ს ვერშესრულებაც, ძალიან მცირე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა წლებში 100%-ზე საგრძნობლად დიდი იყო ხოლმე დღგ-ს შესრულება. ახლანდელი მაჩვენებელი კი ძალიან საყურადღებოა. ასევე აქციზის შესრულების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და საშემოსავლო და მოგების გადასახადში გვაქვს გაცილებით დაბალი ზრდა, ვიდრე წინა პერიოდებში. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა კითხვის ნიშანს ბადებს,“ – განაცხადა მან.
კითხვაზე, არის თუ არა უმუშევრობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების მოლოდინი უახლოეს მომავალში, კუკავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უარესი არ იქნება.
„გამოკვეთილი საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით თუ ვივლით და არაფერი არ შეიცვალა, მომავალ წელს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად – გაუარესდება ინვესტიციები, ბიზნეს-განწყობა, მიმდინარე ხარჯები შემცირდება და ა.შ. სასოწარკვეთის მდგომარეობაში ქვეყანა დიდხანს ვერ იქნება. ასეთ მდგომარეობაში ქვეყანა არასოდეს ყოფილა,“ – აღნიშნა მან.
bpn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow