გამოკითხვა: ტრამპის ამომრჩევლის უმრავლესობა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს იერიშებს ემხრობა

აშშ-ში ჩატარებული ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა ემხრობა. ამავე კვლევის თანახმად, MAGA ამომრჩევლის ჯამში 72% ამბობს, რომ ისინი ან “მტკიცედ” ან “ნაწილობრივ უჭერენ მხარს” ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში აშშ-ს არმიის პირდაპირ ჩართვას. GreyHouse-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მიერ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშებს […]

ივნ. 19, 2025 - 00:57
 0
გამოკითხვა: ტრამპის ამომრჩევლის უმრავლესობა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს იერიშებს ემხრობა

აშშ-ში ჩატარებული ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას -ს პრეზიდენტის, ს ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა ემხრობა.

ამავე კვლევის თანახმად, MAGA ამომრჩევლის ჯამში 72% ამბობს, რომ ისინი ან “მტკიცედ” ან “ნაწილობრივ უჭერენ მხარს” ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში აშშ-ს არმიის პირდაპირ ჩართვას.

GreyHouse-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მიერ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშებს ტრამპის მხარდამჭერთა 83% უჭერს მხარს, მათ შორის, 67% “მტკიცედ ემხრობა”, ხოლო 16% “ნაწილობრივ”.

ამავდროულად, ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ, ტრამპის ამომრჩევლებს შორის გაზრდილია თავად ტრამპისადმი მხარდაჭერაც; 75% პრეზიდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს “ძლიერად მიესალმება”, ხოლო 20% – “ნაწილობრივ”.

ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი, არსებული მონაცემებით, გაზრდილია ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე (9-11 ივნისს) ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომელთა თანახმადაც ტრამპის საქმიანობას მის ამომრჩეველთა 88% აფასებდა დადებითად.

GreyHouse-ის გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ ტრამპის ამომრჩევლის დაახლოებით 60% მიიჩნევს ირანს, როგორც “ძალიან სერიოზული საფრთხე” ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ხოლო 25%, როგორც – “ნაწილობრივ სერიოზული საფრთხე”.

74% ამბობს, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამით ძლიერ შეშფოთებულია. მსგავსი რიცხვი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ახალი ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში თეირანის ნდობა არ შეიძლება. ტრამპის ამომრჩევლის 86% მიიჩნევს, რომ აშშ-მ “თავდაცვის იარაღის სისტემები უნდა უზრუნველყოს, როგორიც სარაკეტო თავდაცვის სისტემებია, რათა ისრაელს ირანული თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმაროს”.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow