გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. ცენტრი რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს და აბიტურიენტებს მოუწოდებს, ენდონ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „გთავაზობთ მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ 5 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს. აქვე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ენდოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 5 რჩევა აბიტურიენტებს […]


გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. ცენტრი რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს და აბიტურიენტებს მოუწოდებს, ენდონ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„გთავაზობთ მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ 5 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს.
აქვე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ენდოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
5 რჩევა აბიტურიენტებს – მათემატიკის გამოცდა
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით – არასწორი პასუხის შემთხვევაში;
ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება – აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, #40 და #41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;
გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა – მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;
ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;
არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.
შეფასებისა და გამოცდების მათემატიკის ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!“-წერია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






