განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „საქართველოს ბანკმა“ 2019 წელს ინოვაციური ბიბლიოთეკების – იდეათეკების პროექტი დაიწყო. ინიციატივის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცოდნისა და ახალი აღმოჩენების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, იდეათეკების მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები სხვადასხვა სკოლაში იხსნება, რაც რეგიონებში, მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, […]

ივლ. 23, 2025 - 16:57
 0
განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „საქართველოს ბანკმა“ 2019 წელს ინოვაციური ბიბლიოთეკების – იდეათეკების პროექტი დაიწყო.

ინიციატივის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცოდნისა და ახალი აღმოჩენების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებაა.

სწორედ ამიტომ, ს ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, იდეათეკების მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები სხვადასხვა სკოლაში იხსნება, რაც რეგიონებში, მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით; მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

დღეს, საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა – იდეათეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow