გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა. ...

What's Your Reaction?






