გარეულ ცხოველებთან მუშაობა ძალიან რთულია და განსხვავებული, რაც საქართველოში არ ისწავლება – ზურაბ გურიელიძე
გარეულ ცხოველებთან მუშაობა არის ძალიან რთული და განსხვავებული, რაც საქართველოში პრაქტიკულად არ ისწავლება, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ BMGTV-ის გადაცემაში #BMGDRIVE კვალიფიციური კადრების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. გურიელიძის თქმით, გარეულ ცხოველებთან მუშაობა განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ის დასძენს, რომ საქართველოში არ არსებობს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ზოოპარკის სპეციფიკაზე ორიენტირებულ კადრებს ამზადებს. ვეტერინარიისა და […]


გარეულ ცხოველებთან მუშაობა არის ძალიან რთული და განსხვავებული, რაც საქართველოში პრაქტიკულად არ ისწავლება, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ BMGTV-ის გადაცემაში #BMGDRIVE კვალიფიციური კადრების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.
გურიელიძის თქმით, გარეულ ცხოველებთან მუშაობა განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ის დასძენს, რომ საქართველოში არ არსებობს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ზოოპარკის სპეციფიკაზე ორიენტირებულ კადრებს ამზადებს. ვეტერინარიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტების კურსდამთავრებულები ძირითადად შინაურ ცხოველებზე სპეციალიზდებიან, რაც არ შეესაბამება ზოოპარკში გარეულ ცხოველებთან მუშაობის მოთხოვნებს.
„ეს არის სრულიად განსხვავებული სფერო. სწავლა იქ უნდა მოხდეს, სადაც უკვე არსებობს გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ ან საზღვარგარეთ ვუშვებთ თანამშრომლებს სასწავლებლად, ან უცხოელ სპეციალისტებს ვიწვევთ, რომლებიც ტრენინგებს საქართველოშივე ატარებენ,“ – აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ზოოპარკში ცხოველის მოვლა პროფესიული პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ თანამშრომლები პერიოდულ გადამზადებას საჭიროებენ.
What's Your Reaction?






