გაფართოება ევროკავშირის გეოპოლიტიკური აუცილებლობაა – კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, გაფართოება ევროკავშირის “გეოპოლიტიკური აუცილებლობაა”. გამოცემა Le Monde-თან საუბრისას, კოსიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა არცერთი კანდიდატი არ უნდა დაკარგოს. “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ისე, რომ არც ერთი კანდიდატი არ დავკარგოთ, რადგან ამან შესაძლოა ჩვენი დასუსტება გამოიწვიოს”. – აღნიშნა ევროკომისარმა. “პირველად ვართ იმ ძალების წინაშე, რომლებიც ჩვენს მარცხს ისურვებდნენ ან ჰიბრიდულ თავდასხმებს […]

აპრ. 12, 2025 - 19:27
 0
გაფართოება ევროკავშირის გეოპოლიტიკური აუცილებლობაა – კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, გაფართოება ევროკავშირის “გეოპოლიტიკური აუცილებლობაა”.
გამოცემა Le Monde-თან საუბრისას, კოსიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა არცერთი კანდიდატი არ უნდა დაკარგოს.
“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ისე, რომ არც ერთი კანდიდატი არ დავკარგოთ, რადგან ამან შესაძლოა ჩვენი დასუსტება გამოიწვიოს”. – აღნიშნა ევროკომისარმა.
“პირველად ვართ იმ ძალების წინაშე, რომლებიც ჩვენს მარცხს ისურვებდნენ ან ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებენ კონკრეტული ისეთო კანდიდატი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც მოლდოვაა”.
მისი თქმით, ევროკავშირმა მოქმედებისა და თავდაცვის უნარი უნდა შეინარჩუნოს.
წყარო: tabula.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow