გახდი მომავლის ბიზნესლიდერი – საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც შეუძლია შენი კარიერა და ცხოვრება შეცვალოს

გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში – Webster University Tbilisi, უკვე რამდენიმე წელია ქართველ და არამხოლოდ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ პროფესიულ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. სტუდენტები აუდიტორიაში სწავლობენ არამხოლოდ უნიკალური სასწავლო მასალებიდან, არამედ ხედავენ, როგორ მუშაობს საერთაშორისო ბიზნესი რეალურ სამყაროში. უცხოელი პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით ისინი შეისწავლიან, როგორ დაიწყონ და მართონ ბიზნესი, როგორ მოახდინონ […]

ივლ. 2, 2025 - 12:27
 0
გახდი მომავლის ბიზნესლიდერი – საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც შეუძლია შენი კარიერა და ცხოვრება შეცვალოს

გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში – Webster University Tbilisi, უკვე რამდენიმე წელია ქართველ და არამხოლოდ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ პროფესიულ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. სტუდენტები აუდიტორიაში სწავლობენ არამხოლოდ უნიკალური სასწავლო მასალებიდან, არამედ ხედავენ, როგორ მუშაობს საერთაშორისო ბიზნესი რეალურ სამყაროში. უცხოელი პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით ისინი შეისწავლიან, როგორ დაიწყონ და მართონ ბიზნესი, როგორ მოახდინონ ფინანსური დაგეგმარება და ანალიზი, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს საერთაშორისო დონეზე და დაისახონ სტრატეგიული და მასშტაბური გეგმები.
როგორც ვებსტერ უნივერსიტეტი თბილისში განმარტავენ, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხს, მაღალი დონის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარიერურული განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.
საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა აღიარებულია ბიზნეს პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანის ACBSP-ის მიერ და ისწავლება Webster University-ის როგორც ამერიკულ, ასევე სხვა საერთაშორისო კამპუსებში. პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი იღებს 2 დიპლომს, ამერიკულსა და ადგილობრივს.
ამერიკული სტანდარტებით შექმნილი სასწავლო გეგმა სტუდენტს აძლევს ფართო ხედვას ბიზნესის ყველა ძირითადი კომპონენტზე: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები. ვებსტერის უნივერსიტეტის სწავლის პრინციპი საერთაშორისო კურიკულუმი, პატარა ჯგუფები და ინდივიდუალური მიდგომებია, რაც წარმატებული სწავლების ერთ-ერთი წინაპირობაა.
Webster University-ში სწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობაა. სტუდენტებს, რომლებიც Webster University Tbilisi-ში ჩააბარებენ, საშუალება ექნებათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტის ნებისმიერ სხვა კამპუსში ისწავლონ. რაც მთავარია, ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს Webster University Tbilisi-ს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. Webster University Tbilisi-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$-ია, მაშინ როდესაც მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 17 500€, ავსტრიაში – 23 478€, -ში 32 390$, შვეიცარიაში კი 37 465€. გარდა გაცვლითი შესაძლებლობებისა, უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო კურსებსა და სხვადასხვა მოკლევადიან პროექტებში, გაიარონ მათი ინტერესების შესაბამისი კურსები ან მაინორ პროგრამა.
Webster-ის და მათ შორის, Webster University Tbilisi-ს კურსდამთავრებულები მუშაობენ კერძო და საჯარო სექტორში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია კურსდამთავრებულთა უნარები და ცოდნა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით:
· ინფორმაციის დამუშავების, ანალიტიკური საშუალებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები, დასაბუთებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ფაქტორების გათვალისწინებით;
· სტრატეგიების შემუშავება სამართლებრივი, ეთიკური, ეკონომიკური და გლობალური გარემოს გათვალისწინებით;
· ბიზნესის ძირითადი კონცეფციების, პრინციპებსა და ანალიტიკურ უნარების ინტეგრირება სხვადასხვა ფუნქციური სფეროს საქმიანობაში.
ვებსტერის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში სწავლისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები, რომლებიც პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს მიუთითებენ 1400 $ ოდენობის გრანტს მიიღებენ. სტუდენტებს 3.7 და მეტი GPA-ს დაგროვების შემთხვევაში შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გახლავთ 202 01 01.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow