გდდ-ს წევრი სასამართლოში ამბობს, რომ აქციაზე სპეცრაზმელებს საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ
პროევროპული აქციების მონაწილე 11 ადამიანის საქმის განხილვისას, - რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელის, ლაშა გელაშვილის გამოკითხვა. გამოძიების ვერსიით, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ხალხმრავალ აქციაზე მან დაბეჟილობა და კოჭ-წვივის მყესების დაზიანება მიიღო. ამ ღამით პოლიციამ დააკავა 107 დემონსტრანტი, რომელთა ნაწილი სასტიკად იყო ნაცემი - ოფიციალური მონაცემებით, ამავე ღამეს...

What's Your Reaction?






