გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ პირდაპირ ეთერში, მოსამართლისთვის წყლის შესხმა გამოძიებით დაადგინა – რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება მელიას?
საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გელა გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ ნიკა მელიამ რომ პირდაპირ ეთერში, პროცესზე წყალი შეასხა მოსამართლეს, ეგ ამბავი გამოიძია და გამოძიებით დაადგინა, […] The post გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ პირდაპირ ეთერში, მოსამართლისთვის წყლის შესხმა გამოძიებით დაადგინა – რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება მელიას? appeared first on .

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გელა გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ ნიკა მელიამ რომ პირდაპირ ეთერში, პროცესზე წყალი შეასხა მოსამართლეს, ეგ ამბავი გამოიძია და გამოძიებით დაადგინა, უწყება არ წერს, რამდენი გამომძიებელი, რამდენი განყოფილება იძიებდა, ამ ერთობ “რთულად გამოსაძიებელ საქმეს”, ან რამდენი ტომია უკვე საქმის შეკრებილი. უწყების თქმით, წყლის შესხმით გამოიხატა სასამართლოს უპატივცემულობა – გამოიხატა თუ არა სასამართლოს უპატივცემულო მოსამართლოს მიერ, ამაზე უწყება არ წერს. დევს თუ არა საქმეში, რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მელიას ამ ქცევით ზოგადად სასამართლოს უპატივცემულობა სურდა და არა – ერთი კონკრეტული მოსამართლის ან დღევანდელი, ქართული სასამართლოს მხილება – უწყება ამაზე არ საუბრობს.
ცნობისთვის, უსამართლობის მხილება, სასამართლოს ყველაზე დიდი პატივისცემაა!
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
The post გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ პირდაპირ ეთერში, მოსამართლისთვის წყლის შესხმა გამოძიებით დაადგინა – რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება მელიას? appeared first on .
What's Your Reaction?






