გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

გერმანიაში სპორტული თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსის ტერასას შეეჯახა. როგორც Tagesschau იუწყება, შემთხვევა ქალაქ კორშენბროიხთან მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის თვითმფრინავის 71 წლის პილოტი. ინციდენტმა ხანძარი გამოიწვია. ცნობილია, რომ პილოტი ქალი თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა. იგი მიფრინავდა ტურინგიდან ქალაქ მენხენგლადბახში. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მან განგაში გამოაცხადა. მეორე გარდაცვლილი იმ სახლის მცხოვრებია, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა. ავარიის გამომწვევ […] The post გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი appeared first on .

ივნ. 1, 2025 - 16:57
 0
გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

გერმანიაში სპორტული თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსის ტერასას შეეჯახა. როგორც Tagesschau იუწყება, შემთხვევა ქალაქ კორშენბროიხთან მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის თვითმფრინავის 71 წლის პილოტი. ინციდენტმა ხანძარი გამოიწვია.

ცნობილია, რომ პილოტი ქალი თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა. იგი მიფრინავდა ტურინგიდან ქალაქ მენხენგლადბახში. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მან განგაში გამოაცხადა.

მეორე გარდაცვლილი იმ სახლის მცხოვრებია, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა.

ავარიის გამომწვევ მიზეზებზე დასკვნები ჯერ არ არსებობს. გამოძიება გრძელდება.

The post გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow