გვარამია ციხესთან მივიდა და პატრული გამოიძახა – “ეს პირველად ხდება, ადამიანი თავისი ფეხით მოვიდეს ციხესთან”
ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ხელბორკილების დადებას ელოდება. კოალიცია “ცვლილებისთვის” რიგით მესამე ლიდერს, ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, რასაც მე არ ვესწრებოდი. მე-12 დაწესებულება მეკუთვნის კანონით, თუმცა არვიცი რას გადაწყვეტენ და ვდგავარ მე-12 დაწესებულებასთან. პოლიციამ უნდა შემასახლოს, ჩემით ვერ შევალ. 112 ში დავრეკე და წესით პოლიციამ უნდა შემასახლოს. […] The post გვარამია ციხესთან მივიდა და პატრული გამოიძახა – “ეს პირველად ხდება, ადამიანი თავისი ფეხით მოვიდეს ციხესთან” appeared first on .

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ხელბორკილების დადებას ელოდება. კოალიცია “ცვლილებისთვის” რიგით მესამე ლიდერს, ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, რასაც მე არ ვესწრებოდი. მე-12 დაწესებულება მეკუთვნის კანონით, თუმცა არვიცი რას გადაწყვეტენ და ვდგავარ მე-12 დაწესებულებასთან. პოლიციამ უნდა შემასახლოს, ჩემით ვერ შევალ. 112 ში დავრეკე და წესით პოლიციამ უნდა შემასახლოს.
პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით ჯდომას, არ ჯობია ჩემი ფეხით მოვიდე? სახელმწიფოს დავუზოგე საწვავი და ადამიანური რესურსი. ეს ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა.
ეს პირველად ხდება, ადამიანი თავისი ფეხით მოვიდეს ციხესთან, თუმცა გადაყვანა არ სჭირდება, უბრალოდ ხელბორკილები უნდა დამადონ და შემასახლონ ციხეში.
ვნახოთ შეიძლება საერთოდ არ შემასახლონ მე-12 დაწესებულებაში. კანონით კი მეკუთვნის, მაგრამ რას გაიგებ. თუ სხვაგან შემასახლებენ, ვნახოთ, ციხე – ციხეა, სხვა თუ ზის, მეც ჩავჯდები.
ვნახოთ რას იზამენ, მაგრამ მე ყველა ვარიანტში ვიფიქრებ იმაზე, რომ ერთი წელი აქ უნდა ვიჯდე. როგორც მაშინ გამოვიყენე პატიმრობა, ზუსტად ანალოგიურად გამოვიყენებ ახლაც. ვიძინებ, ვიკითხავ და ვიფიქრებ სამშობლოზე” – ამბობს ნიკა გვარამია.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა – გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.
The post გვარამია ციხესთან მივიდა და პატრული გამოიძახა – “ეს პირველად ხდება, ადამიანი თავისი ფეხით მოვიდეს ციხესთან” appeared first on .
What's Your Reaction?






