გვარამიას, ჯაფარიძის და თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება – წულუკიანი
თეა წულუკიანმა განაცხადა: “დღეს სხდომა უნდა გაგვეხსნა ნიკა გვარამიას მოსმენით, ის 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ […] The post გვარამიას, ჯაფარიძის და თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება – წულუკიანი appeared first on .

თეა წულუკიანმა განაცხადა:
“დღეს სხდომა უნდა გაგვეხსნა ნიკა გვარამიას მოსმენით, ის 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე.
ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიაზე მოსვლას. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული.
ასევე ჩვენ დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, ოფიციალურად მოიწერა, სამდივნოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ნუ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია”
The post გვარამიას, ჯაფარიძის და თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება – წულუკიანი appeared first on .
What's Your Reaction?






