“გვირტყამდნენ, ერთი კლდიდან გადავარდა…” – ნაცემი გოგო წერს, რომ შსს-მ ექსპერტიზა თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ ჩანიშნა

თბილისში, ორ  გოგოს თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში წერს . როგორც გოგო წერს, თავდასხმა 7 მაისს მაშინ მოხდა, როდესაც ის მეგობართან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიემართებოდა. გოგოს თქმით, მოძალადეებს ეგონათ, რომ მათ ნარკოტიკი ჰქონდათ. ეს იყო საშინელი და მტკივნეული, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, – წერს გოგო. “საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი […] The post “გვირტყამდნენ, ერთი კლდიდან გადავარდა…” – ნაცემი გოგო წერს, რომ შსს-მ ექსპერტიზა თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ ჩანიშნა appeared first on .

მაი. 12, 2025 - 22:27
 0
“გვირტყამდნენ, ერთი კლდიდან გადავარდა…” – ნაცემი გოგო წერს, რომ შსს-მ ექსპერტიზა თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ ჩანიშნა

თბილისში, ორ  გოგოს თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში წერს .

როგორც გოგო წერს, თავდასხმა 7 მაისს მაშინ მოხდა, როდესაც ის მეგობართან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიემართებოდა. გოგოს თქმით, მოძალადეებს ეგონათ, რომ მათ ნარკოტიკი ჰქონდათ.

ეს იყო საშინელი და მტკივნეული, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, – წერს გოგო.

“საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი კაცი დაგვესხა თავს. თავდამსხმელების თქმით, მათი მოტივი შემდეგი იყო: ეგონათ, რომ სამალავიდან ნარკოტიკები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. ამას მოჰყვა ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი 15 წუთი. გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა… ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით – პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ”, – წერს ერთ-ერთი დაშავებული.

გოგო წერს, რომ მართალია ამოიცნეს თავდამსხმელები, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზა, დაზიანებების გამოსაკვლევად, გამოძიებამ თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ ჩანიშნა! 

კომენტარებში მათ ურჩევენ, არ დაელოდნონ 6 დღე, არ დაელოდნონ გამოძიებას და დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართონ, რადგან თვლიან, რომ შესაძლოა, შსს, კვალის დაფარვას, ან დანაშაულის შემსუბუქებას ცდილობდეს.

The post “გვირტყამდნენ, ერთი კლდიდან გადავარდა…” – ნაცემი გოგო წერს, რომ შსს-მ ექსპერტიზა თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ ჩანიშნა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow