გიგა ჯოხაძე: მშვიდად იძინე ქოცო… მთავარია თავზე ბომბები არ გეცემა…

“როგორ გამოიყურება ქოცური “მშვიდობა” – იცი, რომ შენივე პოლიცია კრიმინალებზე ნადირობის მაგივრად მშვიდობიანი დემონსტრატების დასისხლიანებითაა დაკავებული; – თუ ოპოზიციურად ხარ განწყობილი, შეიძლება ქუჩის კუთხეში ხელისუფლების მიერ მართული ტიტუშკები დაგხვდნენ და სიკვდილამდე გცემონ; – პროტესტის გამოხატვისთვის 5000 ლარით გაჯარიმებენ, გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებას გართმევენ და ქვეყნიდან წასვლას გაიძულებენ; – არასდროს იცი, შენ ჯიბეში შემთხვევით რომელი ნარკოტიკული ნივთიერება […]

აპრ. 9, 2025 - 02:57
 0
გიგა ჯოხაძე: მშვიდად იძინე ქოცო…  მთავარია თავზე ბომბები არ გეცემა…
“როგორ გამოიყურება ქოცური “მშვიდობა”
– იცი, რომ შენივე პოლიცია კრიმინალებზე ნადირობის მაგივრად მშვიდობიანი დემონსტრატების დასისხლიანებითაა დაკავებული;
– თუ ოპოზიციურად ხარ განწყობილი, შეიძლება ქუჩის კუთხეში ხელისუფლების მიერ მართული ტიტუშკები დაგხვდნენ და სიკვდილამდე გცემონ;
– პროტესტის გამოხატვისთვის 5000 ლარით გაჯარიმებენ, გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებას გართმევენ და ქვეყნიდან წასვლას გაიძულებენ;
– არასდროს იცი, შენ ჯიბეში შემთხვევით რომელი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდება. ჩაგიდებენ და მერე ციხეში მიდიხარ 8-20 წლით, ან უვადოდ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებივით არ გაჩუმდი და უსამართლო რეჟიმს შეეწინააღმდეგე;
– იცი, რომ ხელისუფლებისგან დაჩაგრული სამართლიანობის ძიებაში სასამართლოს კარზე მისული ისევ შენ გამტყუნდები;
– მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ, რომ მტრის თავდასხმის შემთხვევაში ჯარი დაგიცავდა. ახლა ჯარს ასამართლებენ იმის გამო, რომ მტრის აგრესიისას გიცავდა. აღარ ხარ დარწმუნებული, რომ უცებ ვაიდა რამე მოხდეს, მტერი ისევ თავს დაგვესხას, შენი ჯარი შენ და შენ ოჯახს დაგიცავს თუ არა;
– შემთხვევით ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, დე-ფაქტო საზღვართან თუ ცხოვრობ, მუდმივად იმის შიშში ხარ, რომ საოკუპაციო რეჟიმი შენ ან შენი ოჯახის წევრს უსამართლოდ გაგიტაცებს, შეიძლება მოგკლან ან გაწამონ. და არ გაქვს იმედი, რომ შენი ხელისუფლება შენ გამოსახსნელად თითს მაინც გაანძრევს;
– ბავშვს ქუჩაში ღამის კი არა, დღის საათებშიც ვეღარ უშვებ. შეიძლება უცებ ორმოში ჩავარდეს ან პარკში თამაშისას შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულს დენმა დაარტყას;
– არასდროს ხარ მშვიდად. შუა ქალაქში შეიძლება უცებ სროლა ატყდეს, პერესტრელკაში მოყვე და ბრმა ტყვიამ გიმსხვერპლოს ან მანქანამ გადაგჯეგოს და დამნაშავემ ამაზე პასუხიც კი არ აგოს;
– თუ დევნილი ხარ, არ იცი კიდევ რამდენი წელი მოგიწევს ლოდინი ბინით დაკმაყოფილებაზე. ვერავის აგონებ და სასოწარკვეთილმა შეიძლება პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც კი გადაწყვიტო. სხვა გზა არ გრჩება – ხელისუფლებამ შენ ოჯახს ყურადღება რომ მიაქციოს, თვითმკვლელობაზე უნდა წახვიდე;
– ქალაქში მოძრაობისას არასდროს იცი, გზა როდის ჩაინგრევა და ცოცხალი გადარჩები თუ არა. რიკოთზე 20-ით დადიხარ და მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ ავარია არ მოხდება ან უხარისხოდ გაყვანილი გვირაბი უცებ არ ჩამოინგრევა;
– იცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი უხარისხოდ კეთდება. მეტრო შეიძლება საათობით გაჩერდეს, ავტობუსს ძირი გაძვრეს, საცობში 4 საათი იდგე, გზაზე გადასვლისას მანქანამ გაგიტანოს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ ბობოლების მთავარი ინტერესია ატკატების აღება და არა მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა;
– შიშით მთაში სალაშქროდ ვერ მიდიხარ. უცებ მეწყერსა ან ზვავში რომ მოყვე, იცი რომ ვერავინ გამოგიყვანს, ხელისუფლებას ერთი მუშა თვითმფრინავიც კი არ ყავს, რომ შენი მიმართულებით გამოაფრინოს და შენი გადარჩენა მაინც სცადოს;
– მოძალადე ქმრის შიშით პოლიციას ურეკავ და ეუბნები რომ ქმარი მკვლელობით გემუქრება. პოლიცია არაფერს აკეთებს, შემაკავებელი ორდერის გამოწერაზეც კი უარს ამბობს. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ქმარი გკლავს, ციხეში მიდის და იქიდან 5-6 წელში ამნისტირებული გამოდის;
– ახალგაზრდა გოგო ხარ, აქციაზე სამართლიანი პროტესტის გამოსახატად მიხვედი და იცი, რომ პოლიცია სექსუალურად შეგავიწროვებს და პასუხის მომთხოვნი არავინ იქნება. რეჟიმის დაკრიშულ კრაკადილშიკებს თვალში თუ არ მოუხვალ, ხელითაც შეგეხებიან და წიხლებსაც მოგაყოლებენ;
– გგონია, რომ ხარისხის კონტროლის სამსახური მუშაობს და უცებ აღმოაჩენ, რომ წლების განმავლობაში შვილებს კარცეროგენებით გატენილ საკვებს აჭმევდი და დაბინძურებულ წყალს ასმევდი. ახლა მუდმივად იმაზე ნერვიულობ, რომ შენ შვილებს ამის გამო დროთა განმავლობაში შეიძლება სიმსივნე განუვითარდეთ;
მშვიდად იძინე ქოცო…
მთავარია თავზე ბომბები არ გეცემა…” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow