“გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე

სააგენტო "პარალელი" “გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. „უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, – განაცხადა […] “გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე პარალელი

ივლ. 17, 2025 - 23:57
 0
“გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე

სააგენტო "პარალელი"
“გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება – ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები – გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან.

საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” – კახა კალაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow