გიორგი ახობაძის განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს
პროევროპულ აქციაზე დაკავებული, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის საქმეზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მას დღეს, 5 აგვისტოს, სასამართლოდან შეატყობინეს. ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები...

What's Your Reaction?






