გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიში დაუბლოკეს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ საქართველოს მთავარ პროკურორს ანგარიშები “საქართველოს ბანკმაც” დაუხურა. გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები. ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ “ტვ პირველის” ახალი ამბების სამსახური მთელი საღამოა, ამოწმებს, სანქცირებული მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშებს. გამოშვების დაწყების წინ, არც გაბიტაშვილის, არც კაციტაძისა და არც ბედოიძის ანგარიშები […] The post გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიში დაუბლოკეს appeared first on .

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ საქართველოს მთავარ პროკურორს ანგარიშები “საქართველოს ბანკმაც” დაუხურა.
გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.
ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ “ტვ პირველის” ახალი ამბების სამსახური მთელი საღამოა, ამოწმებს, სანქცირებული მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშებს. გამოშვების დაწყების წინ, არც გაბიტაშვილის, არც კაციტაძისა და არც ბედოიძის ანგარიშები აღარ იძებნება.
ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა. სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.
The post გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიში დაუბლოკეს appeared first on .
What's Your Reaction?






