გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი”
სააგენტო "პარალელი" გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი” ბათუმში მომხდარ ინციდენტს, გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის წინააღმდეგ, მწვავე შეფასებებით და ელჩისადმი მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე: “სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი. ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას […] გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი”
ბათუმში მომხდარ ინციდენტს, გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის წინააღმდეგ, მწვავე შეფასებებით და ელჩისადმი მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი.
ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას ამტკიცებს მათი პროპაგანდის მიერ ამ ინციდენტის ატაცება და გავრცელებაც.
ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა, ეს არის წლების განმავლობაში დასავლეთის წინააღმდეგ გაღვივებული ზიზღის, მიზანმიმართული პროპაგანდის და ქვეყნის ევროპული კურსის შერყევის მცდელობის შედეგი.
სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყნის ელჩს ესხმიან თავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მხარდამჭერია და რომელ ქვეყანაშიც ათასობით ქართველი ცხოვრობს, ინახავენ იმ ოჯახებს რომლებიც რეჟიმმა შიმშილისთვის გაწირა საქართველოში.
მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ თავდასხმას არ აჰყვა და ელჩს გვერდით დაუდგა. ამ ადამიანებში ჩანს ნამდვილი საქართველო – ევროპული, თავისუფალი და ღირსეული.
ჩვენი ადგილი რუსულ ჭაობში კი არა ევროპულ ოჯახშია.
ვინც ამას ებრძვის, მტრის საქმეს აკეთებს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
ცნობისათვის: ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს საქართველოს მოქალაქე, ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გიორგი ვაშაძე: “გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი”
პარალელი
What's Your Reaction?






