გიორგი ვაშაძე – რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, ჩვენ უკან არ დავიხევთ, გაერთიანებულად ვიბრძოლებთ
ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში. „რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ […]


ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში.
„რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენი გაერთიანების ეშინია „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს და კობახიძეს კი ღია-პოლიტიკური ოპონირების ეშინიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო მაშინ სვამ ციხეში. ეს სიძლიერედ ვერ ჩაითვლება, რეალურად სისუსტეა. ამდენ ხალხს რომ იჭერ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა მათთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ხვალ მივა თუ არა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
What's Your Reaction?






