გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „რენი“ დაამარცხა
გიორგი მიქაუტაძემ მცირე სათამაშო დრო მიიღო „ლიონის“ რიგებში, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდს საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენის“ დამარცხებაში მორიგი გოლით დაეხმარა – 4:1. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ლიონი“ ფოფანას (8’), ტოლისოსა (25’) და ლაკაზეტის (39’) გოლებით 3:1 იგებდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიღებული წუთები გამოიყენა. მიქაუტაძემ მოედანზე შესვლიდან 49 წამში გამოიჩინა თავი. […] The post გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „რენი“ დაამარცხა appeared first on .

გიორგი მიქაუტაძემ მცირე სათამაშო დრო მიიღო „ლიონის“ რიგებში, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდს საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენის“ დამარცხებაში მორიგი გოლით დაეხმარა – 4:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ლიონი“ ფოფანას (8’), ტოლისოსა (25’) და ლაკაზეტის (39’) გოლებით 3:1 იგებდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიღებული წუთები გამოიყენა.
მიქაუტაძემ მოედანზე შესვლიდან 49 წამში გამოიჩინა თავი. მან შეტევა მოედნის ცენტრიდან წამოიწყო, რაიან ჩერკისთან კომბინაცია გაითამაშა და ეფექტური დარტყმით ანგარიში 4:1 გახადა.
ლიგა 1-ის 31 ტურის შემდეგ „ლიონი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა (ჩემპიონთა ლიგის ზონაში), ქართველ თავდამსხმელს კი 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა აქვს.
The post გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „რენი“ დაამარცხა appeared first on .
What's Your Reaction?






