გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ემოციური წერილით და ვიდეოკლიპით დაემშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა. ის მადლობა უხდის კლუბს, გულშემატკივრებს და ამბობს, რომ ყოველთვის „ლევანტე“ მის გულში დარჩება. „არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომ გადმოვცე მადლიერება ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიზიარეთ. პირველი დღიდან, როცა ამ კლუბში ფეხი შევდგი, ვიგრძენი, რომ დიდი ოჯახის ნაწილი გავხდი. ლა ლიგაში დაბრუნების სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარება იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი. ეს იყო გაკვეთილი ბრძოლაზე და ახდენილ ოცნებებზე“ - თქვა ქოჩორაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მთავარ გუნდში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. ის კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი გაზაფხულზე გააფორმა.

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ემოციური წერილით და ვიდეოკლიპით დაემშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა. ის მადლობა უხდის კლუბს, გულშემატკივრებს და ამბობს, რომ ყოველთვის „ლევანტე“ მის გულში დარჩება.
„არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომ გადმოვცე მადლიერება ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიზიარეთ. პირველი დღიდან, როცა ამ კლუბში ფეხი შევდგი, ვიგრძენი, რომ დიდი ოჯახის ნაწილი გავხდი. ლა ლიგაში დაბრუნების სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარება იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი. ეს იყო გაკვეთილი ბრძოლაზე და ახდენილ ოცნებებზე“ - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მთავარ გუნდში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. ის კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი გაზაფხულზე გააფორმა.
What's Your Reaction?






