გიორგი შარაშიძე – “ოცნებას” პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არ აწყობს, რადგან მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა – მათ სურთ კომფორტში დარჩნენ და მიდიან იზოლაციისკენ
ასობით მილიონი ლარის ე.წ. საარჩევნო ყულაბა არის “ოცნების” ხელში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ხარჯავს ამაში ფულს და ეს საარჩევნო ყულაბა მთლიანად მობილიზებულია “ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან და საიდან, თუ არა კორუფცია, იმიტომ, რომ მთლიანად კორუფციაზე დგას ეს რეჟიმი , – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ […]


ასობით მილიონი ლარის ე.წ. საარჩევნო ყულაბა არის “ოცნების” ხელში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ხარჯავს ამაში ფულს და ეს საარჩევნო ყულაბა მთლიანად მობილიზებულია “ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან და საიდან, თუ არა კორუფცია, იმიტომ, რომ მთლიანად კორუფციაზე დგას ეს რეჟიმი , – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
შარაშიძის თქმით, “ქართული ოცნება” საარჩევნოდ ე.წ. შავ ფულს ხარჯავს და, ამავდროულად, წინააღმდეგია, რომ ბრიტანეთმა გრანტები გამოყოს სადამკვირვებლო მისიების ეფექტური მუშაობისთვის.
“წარმოიდგინეთ, საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარე იცლის იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულოს და თან რაში – მე შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საელჩოს გავლით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ეფექტური მუშაობისთვის პატარ-პატარა გრანტები გააკეთოს.
დავინტერესდი სპეციალურად, თუ რა მოცულობის გრანტებზეა საუბარი და 100 ათასი ფუნტის მოცულობის გრანტებზეა საუბარი. პატარა თანხა არ არის, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც “ქართული ოცნება” ხარჯავს და თან შავ ფულს ხარჯავს, ეს ხომ არ არის ერთი და ორი მილიონი… არ მაქვს საუბარი იმაზე, ოფიციალურად რის დეკლარირებასაც ახდენენ, მაგრამ ამას გარდა, რამდენი შავი ფული იხარჯება, ასობით მილიონ ლარზეა საუბარი. ასობით მილიონი ლარის ეს არის ე.წ. საარჩევნო ყულაბა არის “ოცნების” ხელში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ხარჯავს ამაში ფულს და ეს საარჩევნო ყულაბა მთლიანად მობილიზებულია “ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან და საიდან, თუ არა კორუფცია იმიტომ, რომ მთლიანად კორუფციაზე დგას ეს რეჟიმი.
თავად მილიონებს ხარჯავენ და დიდმა ბრიტანეთმა, თურმე 100 ათასი ფუნტის გრანტი რომ უნდა გადასცეს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არჩევნების უფრო ეფექტურად ჩატარებაში, პაპუაშვილის სიტყვებით, თურმე, “დიფ სტეიტმა” გადაწყვიტა, რადგან USAID გაჩერდა, ახლა დიდი ბრიტანეთი ანაცვლებს ამ ტიპის გრანტებით”, – აღნიშნა შარაშიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის ყველაზე დიდი გამოწვევა სახელისუფლებო პროპაგანდასთან ბრძოლაა და მარტო ქუჩის პროტესტით შედეგი ვერ მიიღწევა.
“ჩემი აზრით, არალეგიტიმური ხელისუფლება დგას ორ ძირითად რამეზე – ეს არის კორუფცია და პროპაგანდა. პროპაგანდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაშიც იხარჯება ფული. რა პროპაგანდა მუშაობს ამ გრანტებთან დაკავშირებით – “ოცნებამ” ეს შეფუთა, როგორც მტრის ხატი. პირველი პირები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან იმიტომ, რომ სახელმწიფოში მოაწყონ გადატრიალება, რადიკალური მოძრაობები დააფინანსონ და ა.შ.
რეალურად, მათთვის სახელმწიფო გადატრიალება რას ნიშნავს – მათთვის სახელმწიფო გადატრიალება არის ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი. ისინი ბუნებრივად უკვე არათავსებადები არიან ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემასთან და დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო სექტორი მათ უკვე ხელს უშლის. მათ სურთ, ბოლომდე კომფორტში დარჩნენ და ამიტომაც მიდიან იზოლაციისკენ. რაში სჭირდებათ ჩვენი ბრიტანელი, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არაფერში არ აწყობთ იმიტომ, რომ დემოკრატიასა და თავისუფალი სასამართლოს პირობებში “ოცნების” მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა.
ისევ პროპაგანდასთან ბრძოლაა ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს ოპოზიციისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ეს პროპაგანდა ვერ გადავტეხეთ, მარტო ქუჩის პროტესტით, საპოლიციო რეჟიმთან ბრძოლა ძალიან არასამართლიანია და არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა. ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რა საშუალებები არის ხალხის მხარეს და რა საშუალებები არის ამ ე.წ. ხელისუფლების მხარეს”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
What's Your Reaction?






