გიორგი შარაშიძე ჩორჩანას ეპიზოდზე – სახეზე გვყავს ათამდე ცრუ მოწმე, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანებს ღირსებაზე გადააბიჯებინა – თუთიყუშივით იმეორებენ: „არ ვიყავი ინფორმირებული”

ყველამ ყველაფერი იცოდა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, გიორგი გახარიამ ტერიტორიის დაცვა მშვიდობიანი გზით შეძლო, რასაც, მისი თქმით, ადასტურებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიში, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებები. მისივე თქმით, ყველას ჰქონდა […]

ივლ. 24, 2025 - 20:57
 0
გიორგი შარაშიძე ჩორჩანას ეპიზოდზე – სახეზე გვყავს ათამდე ცრუ მოწმე, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანებს ღირსებაზე გადააბიჯებინა – თუთიყუშივით იმეორებენ: „არ ვიყავი ინფორმირებული”

ყველამ ყველაფერი იცოდა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, გიორგი გახარიამ ტერიტორიის დაცვა მშვიდობიანი გზით შეძლო, რასაც, მისი თქმით, ადასტურებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიში, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებები.
მისივე თქმით, ყველას ჰქონდა ინფორმაციის მიღების და რეაგირების შესაძლებლობა, მაგრამ მათ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ, რაც სამსახურებრივ გულგრილობაზე მიუთითებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანებს საკუთარ ღირსებაზე გადააბიჯებინა. სახეზე გვაქვს ათამდე ცრუ მოწმე. დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ამ ყველაფერს ისტორია თავის სახელს დაარქმევს. რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. თითოეულ მათგანს, რომლებიც უსაფრთხოების საბჭოს წევრები იყვნენ, ჰქონდათ იმის უფლება, რომ მას შემდეგ მაინც, რაც გაიგეს, გაერკვიათ. რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც გაიგეს? არაფერი. მაშინ, რა გამოდის? როგორც მინიმუმ მათი სამსახურებრივი გულგრილობაა. რა გამოდის, გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მთავრობაში საქმეს აკეთებდა და სხვა ყველა ფაქტობრივად დანიშნული მინისტრები იყვნენ? – ბევრი იყო კიდევაც, პრემიერ-მინისტრსაც თუ გავიხსენებთ, მაშინ ბახტაძე იყო.
ყველამ ყველაფერი იცოდა, სუს-ის ანგარიში ნახეთ? – სუს-ის 2019 წლის ანგარიში პირდაპირ ადასტურებს იმას, რაც რეალურად მოხდა. ამას ასევე ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ, ტყუილს ლაპარაკობს. მაშინაც იყვნენ ივანიშვილის მონები და დღესაც არიან, ეტყობა ივანიშვილის მიმართ იმდენი ვალდებულება აქვთ, რომ იძულებული არიან, რასაც ეუბნებიან, გაიმეორონ. თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებენ „არ ვიყავი ინფორმირებული, არ ვიყავი ინფორმირებული…“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, გახარიამ საქართველოს ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დაიცვა, რაც მნიშვნელოვანი პრეცედენტია.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების დაცვა მოხდა მშვიდობიანი გზით. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი ტერიტორია მშვიდობიანი გზით დავიცავით. გამოვიჩინეთ ღირსება და ღირსეული სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადავდგით.
„ქართული ოცნება“ მზად არის პირადი ანგარიშსწორების გამო სახელმწიფო ინტერესების ფეხებზე დაიკიდოს. ის განცხადებები, რაც კეთდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს ურტყამს. რა გამოდის გახარიას გამო გადასცეს ტერიტორიები და აჩუქეს?“, – განაცხადა შარაშიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow