გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე “ქართული ოცნების” წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ მისი ქმარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და არა პიარს, როგორც ამას კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს. მაკა ჩიკვილაძის განცხადებით, გიორგი ანწუხელიძე და სხვა გმირები თავის სამსობლოში ომს ვერ დაიწყებდნენ. მისი თქმით, ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ყავს არის […] The post გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს appeared first on .

აგვ. 8, 2025 - 12:57
 0
გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე “ქართული ოცნების” წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ მისი ქმარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და არა პიარს, როგორც ამას კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს.

მაკა ჩიკვილაძის განცხადებით, გიორგი ანწუხელიძე და სხვა გმირები თავის სამსობლოში ომს ვერ დაიწყებდნენ. მისი თქმით, ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ყავს არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო.

“ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რომ მე მგონი ომი დაიწყო-მეთქი და გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია არაფერი არ მომივაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მის შემდეგ მე მას ვეღარ დავუკავშირდი და ბოლოს უკვე, გადმოასვენეს გიორგის ცხედარი ნოემბერში, ნაწამები, აწამეს და ცოცხლად მოკლეს. 

ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი გააჩნია, პიარი, როგორც ვიცი, ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას და გიორგიც თავის თანამოქალაქეებთან ურთიერთობას და ეს ბიჭები, ყველა, შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, აგვისტოს ომის გმირები, თუ სხვა ომის გმირები შეეწირნენ თავის სამშობლოს –  თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ. 

ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ყავს არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო, მარტო ამ ომზე არა,” – ამბობს, მაკა ჩიკვილაძე. 

რამდენიმე კვირის წინ, თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომის დროს სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. 

The post გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow