გიორგი წიტაიშვილის გრანადამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა
ესპანური კლუბი "გრანადა", სადაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ასპარეზობს, ახალი მთავარ მწვრთნელით შეუდგება სეზონის გადამწყვეტ...

მან გილერმე აბასკალი შეცვალა და მის წინაშე დგას მკაფიო მიზანი — ლა ლიგა 2-ის დარჩენილ სამ ტურში "გრანადა" პლეი-ოფის ზონაში შეიყვანოს და ლა ლიგაში დასაბრუნებელი შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს.
ამჟამად "გრანადა" სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს 59 ქულით და პლეი-ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
ხოსე როხო მარტინის სამწვრთნელო კარიერა "ნუმანსიას", "ოვიედოს", "უესკასა" და ბოლოს "ვილიარეალს" უკავშირდება, სადაც 2023-24 წლების სეზონში მუშაობდა.
What's Your Reaction?






