გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – „დიფ სთეითი“ ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება

გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – „დიფ სთეითი“ ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება „დიფ სთეითი“ და მათი საცეცები ყველაზე მკაფიოდ დასანახი გახდა ფერადი რევოლუციების დროს. გარკვეულ წრეებს ეგონათ, რომ ეს ამით დასრულდებოდა, შეცვლიდნენ ქვეყნებში მათთვის არასასურველ ხელისუფლებებს სასურველით და იცხოვრებდნენ მშვიდად, თუმცა ეს ასე არ მოხდა, – […]

ივნ. 11, 2025 - 22:27
 0

გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – „დიფ სთეითი“ ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება
„დიფ სთეითი“ და მათი საცეცები ყველაზე მკაფიოდ დასანახი გახდა ფერადი რევოლუციების დროს. გარკვეულ წრეებს ეგონათ, რომ ეს ამით დასრულდებოდა, შეცვლიდნენ ქვეყნებში მათთვის არასასურველ ხელისუფლებებს სასურველით და იცხოვრებდნენ მშვიდად, თუმცა ეს ასე არ მოხდა, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოშიც მიმდინარეობს ბრძოლა და „დიფ სთეითი“ ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები, რომლებიც აშკარა უმცირესობას წარმოადგენენ, წარმოაჩინონ როგორც ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე უმრავლესობა.
„დიფ სთეითი“ და კორპორაციული მმართველობა
დღევანდელი აწეწილი მსოფლიოს არქიტექტორებს ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა, რომლისთვისაც მზად არიან გაწირონ კაცობრიობა.
„დით სთეითი“ და მათი საცეცები ყველაზე მკაფიოდ დასანახი გახდა ფერადი რევოლუციების დროს. გარკვეულ წრეებს ეგონათ, რომ ეს ამით დასრულდებოდა, შეცვლიდნენ ქვეყნებში მათთვის არასასურველ ხელისუფლებებს სასურველით და იცხოვრებდნენ მშვიდად, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ხელისუფლებების არაკონსტიტუციური გზებით ცვლილებებმა სახიფათო გაგრძელებები ჰპოვა და დღეს ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საბაბითა თუ საფუძვლით მთელ მსოფლიოში წარმოებულ ომებს, ქვეყნებისა და ხალხების განადგურებას, ერთი მუჭა ადამიანთა გამდიდრებისა თუ გაძლიერების მიზნით.
ამას შეეწირა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოს ტერიტორიები, ამას ეწირება დღეს და არსებობს დაუოკებელი სურვილი ამას შეეწიროს , შედეგად მივიღეთ შეტევა ორ მართლმადიდებელ ქვეყანაზე, სიკვდილისათვის გაიწირა ასიათასობით ადამიანი. ქვეყნებისა და ადამიანების განადგურების პროცესი კიდევ გრძელდება, ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ომში.
გლობალისტების მმართველობა არ ცნობს არსებობის დემოკრატიულ ფორმებს, ტრადიციულ ღირებულებებს, ლიბერალიზმის კლასიკურ გაგებას.
კორპორაციული, გლობალური მმართველობისთვის ერთგვაროვანი სამყაროა საჭირო, ერთგვაროვანი ქცევის წესები, ერთი „რელიგია“, განსხვავებული აზრი, განსხვავებული ქცევა კონტროლს არ ექვემდებარება.
ქვეყნების მისწრაფება თავისუფალი განვითარებისკენ (მით უმეტეს საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების), მათი ბრძოლა საკუთარი რწმენის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვისათვის ავტომატურად იწვევს დაპირისპირებას გლობალისტებთან. ფაქტობრივად ყველაფერი ეწირება „დიფ სთეითის“ ინტერესებს.
გლობალიზაციის არქიტექტორებს ბევრი,(მათ შორის საქართველოს ხელისუფლება), უწოდებს „დიფ სთეითს“.
გლობალიზაცია არ ცნობს ინდივიდს და მის უფლებებს, არ ცნობს სხვადასხვა ქვეყნების არსებობას, მათ სუვერენიტეტს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. მისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოსგან მიიღოს ერთგვაროვანი მასა, რომლის მართვა გაცილებით მარტივია.
ფონდები, ენჯეოები, ოპოზიცია თავისი იდეებითა და საქმიანობით პირდაპირ ჯდება გლობალისტების ინტერესებში და ამიტომაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მათზე, რომ ისინი არიან იმ ძალის წარმომადგენელთა აგენტები, რომლებიც ჩვენი თვითმყოფადობის გაქრობას ცდილობს.
გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა. აქედან გამომდინარე, მათთვის მიუღებელია ტრადიციული, დემოკრატიულ არჩევნებზე დამყარებული ხელისუფლებათა ცვლილებების მოდელი, როდესაც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ქვეყანას და რომლის დროსაც უმცირესობა ვალდებულია მიიღოს მათ მიერ დამკვიდრებული ცხოვრების წესი და იბრძოლოს მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოსამზადებლად კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ჩარჩოებში. კორპორაციული მმართველობის მიზანია საკუთარი მიზნებისა და მისწრაფებების გატარება სხვადასხვა ქვეყნებში ნებისმიერ შემთხვევაში. იქ, სადაც გლობალისტები ვერ ახერხებენ საკუთარი მორჩილი ხელისუფლების ს გზით ხელისუფლებაში მოყვანას, ფერადი რევოლუციებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენების გზით (ტერორისტული აქტებითაც) ცდილობენ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი უმცირესობა, რომელიც იქნება ადვილად სამართავი ინსტრუმენტი მათი მიზნების მიღწევის გზაზე. ამისათვის ისინი არ იშურებენ არც თანხებს, არც პროპაგანდის მძლავრ საშუალებებს და არც მსხვერპლს.
დღეს საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – დიფ სთეითი ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები, რომლებიც აშკარა უმცირესობას წარმოადგენენ, წარმოაჩინონ როგორც ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე უმრავლესობა. შემთხვევითი არ არის, რომ მათი უცხოელი ლობისტები (ერთი მარაზმატიკი ამერიკელი კონგრესმენის თამადობით) ყოველდღიურად ზრუნავენ ამ უმცირესობის „ქართველ ხალხად“, ანუ უმრავლესობად წარმოჩენას. ისიც ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი შეფუთულია პატრიოტიზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებით.
სავარაუდოდ, ეს ბრძოლა თანდათან კიდევ უფრო გამწვავდება და მისი წარმატება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება ჩვენი ხელისუფლებისა და რეალურ უმრავლესობის სიმტკიცეზე, ერთიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველგან, სადაც დიფ სთეითი წარმატებას მიაღწევს, მმართველობის დემოკრატიულ ფორმას ჩაანაცვლებს კორპორაციული მმართველობა.
ჩვენი ხალხის გამოცდილება და უმრავლესობის განწყობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი მოახერხებენ დიფ სთეითის დამარცხებას და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, -წერს ნანა კაკაბაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow