"გოლებზე არ ვფიქრობ, მთავარია გუნდმა მოიგოს" - იამალი ჩემპიონობის შემდეგ

„ბარსელონა“ 2024/25 წლების სეზონის ლა ლიგის გამარჯვებულია. ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული ოფიციალურად 36-ე ტურში...

მაი. 16, 2025 - 16:57
 0
"გოლებზე არ ვფიქრობ, მთავარია გუნდმა მოიგოს" - იამალი ჩემპიონობის შემდეგ
„ბარსელონა“ 2024/25 წლების სეზონის ლა ლიგის გამარჯვებულია. ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული ოფიციალურად 36-ე ტურში, „ესპანიოლთან“ გამართული დერბის მოგების შემდეგ გაიფორმა.

გულშემატკივრებმა პირველი ტაიმში გოლი ვერ იხილეს, თუმცა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ლამინ იამალმა ანგარიში გახსნა და თავისი კლასით კიდევ ერთხელ გააოცა ფანები. ეს გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის ბედის განსასაზღვრად. მატჩის ბოლოს კი ფერმინ ლოპესმა მეორე გოლიც გაიტანა და „ბლაუგრანას“ უპირატესობა გაიზარდა — საბოლოო ანგარიში 2:0.

მატჩის შემდეგ იამალმა კომენტარი გააკეთა:

მოხარული ვარ, რომ ეს ჩემი მეორე ლა ლიგის ტიტულია. ჩემი გოლი? მნიშვნელობა არ აქვს როგორ გავიტანე — მთავარია, გუნდს მოვუტანე სარგებელი. მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ჩემს საქმეს ბოლომდე გავაგრძელებ.

„ბარსელონამ“ ორი ტურით ადრე 85 ქულა მოაგროვა და მადრიდის „რეალს“ 7 ქულით გაუსწრო. ამ წარმატებით კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის ტიტული ისტორიაში 28-ედ მოიპოვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow