“გრანტების შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება” – SJC
“სოციალური სამართლინობის ცენტრი” “ქართული ოცნების” მიერ გრანტების შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება. SJC-ში ამბობენ, რომ მიღებული კანონი რამდენიმე მიმართულებით არის ფუნდამენტურად პრობლემური. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობის დაწესება, ბუნებრივია, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც უნდა მართლდებოდეს ლეგიტიმური მიზნით, აუცილებლობითა და პროპორციულობით – კანონი ვერც […] The post “გრანტების შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება” – SJC appeared first on .

“სოციალური სამართლინობის ცენტრი” “ქართული ოცნების” მიერ გრანტების შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.
SJC-ში ამბობენ, რომ მიღებული კანონი რამდენიმე მიმართულებით არის ფუნდამენტურად პრობლემური. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობის დაწესება, ბუნებრივია, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც უნდა მართლდებოდეს ლეგიტიმური მიზნით, აუცილებლობითა და პროპორციულობით – კანონი ვერც ერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
“მთავრობის თანხმობის მოთხოვნა გრანტის გაცემაზე ემყარება მთლიანად მთავრობის დისკრეციას, რაც კანონში ობიექტური, მკაფიო და განზოგადებადი კრიტერიუმების გარეშეა განსაზღვრული. კანონი არ აწესებს რაიმე სახის წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მოხდება გრანტის მიზნობრიობის შეფასება. ეს ქმნის თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების რეალურ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, მათ შორის სამართლებრივი პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
როდესაც სახელმწიფოს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი ჩარჩო ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მიზეზები უნდა იყოს “რელევანტური და საკმარისი”. “ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს შემუშავებული სხვა “რუსული კანონების” მსგავსად, აღნიშნულიც არსებითად მანიპულაციურია და ვერ ასაბუთებს მისი მიღების რეალურ მიზნებს.
კანონი ვერ ასაბუთებს ვერანაირ კონკრეტულ საფრთხეს ან რისკს, თუ რატომაა გრანტის გაცემაზე მთავრობის თანხმობა გარდაუვლად აუცილებელი. განმარტებით ბარათში არაა ახსნილი, თუ რა გარემოებამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“ ამგვარი ზომების მიღებისკენ, რისკების შეფასების რა მეთოდოლოგიას ან ანალიზს ეყრდნობა ის, ან რაში გამოიხატა გრანტის გამცემებისა და მიმღებების მიერ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი”, – ამბობენ SJC-ში.
The post “გრანტების შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება” – SJC appeared first on .
What's Your Reaction?






