გუნდი ამ ფაქტის გამო ძალიან ნაწყენმა დატოვა - პერსეპოლისის წარმომადგენლემა მომხდარი განმარტა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, გიორგი გველესიანმა ირანის სუპერლიგის ბოლო ტურში კარიერაში მნიშვნელოვანი ნიშნული...

მაი. 21, 2025 - 02:27
 0
გუნდი ამ ფაქტის გამო ძალიან ნაწყენმა დატოვა - პერსეპოლისის წარმომადგენლემა მომხდარი განმარტა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, გიორგი გველესიანმა ირანის სუპერლიგის ბოლო ტურში კარიერაში მნიშვნელოვანი ნიშნული დაფიქსირა — მან „პერსეპოლისის“ მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა. თუმცა იუბილეს ოფიციალური აღნიშვნა გულდასაწყვეტ გარემოებაში მოხდა, რამაც ფეხბურთელის მოლოდინები არ გაამართლა.

როგორც ირანული გამოცემა Sports Three წერს, გველესიანს იმედი ჰქონდა, რომ კლუბი ამ ნიშნულს გულშემატკივრების თვალწინ, სტადიონზე შესაბამისი ცერემონიით აღნიშნავდა. თუმცა ჯილდოს გადაცემა არა თამაშის შემდეგ მოედანზე, არამედ გასახდელში განხორციელდა, რამაც ფეხბურთელი აშკარად გაანაწყენა.

„პერსეპოლისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მოსტაფა ლაშგარიმ განმარტა, რომ გულშემატკივრების იმედგაცრუებული განწყობის გამო, იძულებულნი გახდნენ, ცერემონია დახურულ სივრცეში გადაეტანათ:

გველესიანი ტექნიკისა და მორალის ნიმუშია. მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ჩვენი გუნდისთვის, მათ შორის ჩემპიონობის მომტანიც. მისი მადლიერები ვართ, თუმცა შედეგის გამო ფანები იმედგაცრუებულები იყვნენ და ცერემონიის სტადიონზე ჩატარება შეუძლებელი გახდა. ამიტომ მაისური გასახდელში გადავეცით,“ — განაცხადა ლაშგარიმ.

აღსანიშნავია, რომ ირანულ გრანდში გატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ 34 წლის მცველი კონტრაქტის ამოწურვით თავისუფალი აგენტი გახდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow