გურამ ქუთათელაძის აქამდე უცნობი გმირობის ისტორია

სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი MMA Georgia ქართველი მებრძლის, გურამ ქუთათელაძის უცნობი გმირობის ისტორიას გვიზიარებს...

ივლ. 16, 2025 - 16:27
 0
გურამ ქუთათელაძის აქამდე უცნობი გმირობის ისტორია
სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი MMA Georgia ქართველი მებრძლის, გურამ ქუთათელაძის უცნობი გმირობის ისტორიას გვიზიარებს.

"ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ, რომელიც შეიძლება არ იცოდით - 2000-იანების ბოლოს და 2010-იანების დასაწყისში მოხდა, 2008-2010-ის პერიოდში.

საქართველოში ტარდებოდა 8-იანის ფორმატის ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც გურამ ქუთათელაძეც მონაწილეობდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც შერეული საბრძოლო ხელოვნებები ასეთი პოპულარული, როგორც დღესაა, არ იყო. მებრძოლებს მინიმალურ ჰონორარზე უწევდათ ბრძოლა. 200-500 ლარზეა საუბარი.

ტურნირი გურამმა მოიგო, თუმცა გაიგო, რომ ერთ-ერთ მონაწილეს დედა ჰყავდა ავად. თვითონ ქუთათელაძესაც არ ულხინდა იმ პერიოდში, მაგრამ თავის ჰონორარი სრულად გადააბარა ორგანიზატორებს და სთხოვა, რომ იმ ბიჭისთვის გადაეცათ, რომელიც დედის ჯანმრთელობისთვის იბრძოდა.

აი, ასეთი შეგნებული და დიდი მორალის მატარებელი იყო ბავშვობიდან. პატივისცემა და ჯანმრთელობა გურამს
", - წერს MMA Georgia.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow