დაასრულეთ ეს სულელური ომი - ტრამპის მიმართვა რუსეთსა და უკრაინას

რუსეთმა და უკრაინამ „სულელური ომი უნდა დაასრულონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ამერიკის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილა. ჟურნალისტის კითხვაზე: "რა იქნებოდა მისი გზავნილი პუტინის მიმართ საელჩოს განცხადების შემდეგ?" აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივე მხარის მიმართ ერთი გზავნილი აქვს - დაასრულონ ომი. „მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

მაი. 10, 2025 - 12:27
 0
დაასრულეთ ეს სულელური ომი - ტრამპის მიმართვა რუსეთსა და უკრაინას

რუსეთმა და უკრაინამ „სულელური ომი უნდა დაასრულონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ამერიკის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილა.

ჟურნალისტის კითხვაზე: "რა იქნებოდა მისი გზავნილი პუტინის მიმართ საელჩოს განცხადების შემდეგ?" აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივე მხარის მიმართ ერთი გზავნილი აქვს - დაასრულონ ომი.

„მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow