დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი”

სააგენტო "პარალელი" დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი” “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი ემოციურად ეხმაურება პატიმრობაში მკყოფი მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტას: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი. ასე ხანგრძლივი შიმშილობით წინააღმდეგობის მოძრაობას ძალა შემატა, საკუთარი ჯანმრთელობის ამხელა პრობლემის და სიცოცხლის რისკის ფასად ძალიან მაგრად მიეხმარა შინ და გარეთ პროტესტს, საზოგადოებას, სამშობლოს დროშას და ფერს რუკაზე. 38 დღის მერე შიმშილობის შეწყვეტით […] დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი” პარალელი

თებ. 22, 2025 - 03:57
 0
დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი”

სააგენტო "პარალელი"
დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი”

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი ემოციურად ეხმაურება პატიმრობაში მკყოფი მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტას:

მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი.

ასე ხანგრძლივი შიმშილობით წინააღმდეგობის მოძრაობას ძალა შემატა, საკუთარი ჯანმრთელობის ამხელა პრობლემის და სიცოცხლის რისკის ფასად ძალიან მაგრად მიეხმარა შინ და გარეთ პროტესტს, საზოგადოებას, სამშობლოს დროშას და ფერს რუკაზე.

38 დღის მერე შიმშილობის შეწყვეტით კი ამდენ ადამიანს შეგვეშველა – უსუსურობის შეგრძნებისგან გაგვათავისუფლა.

ყველა მოშიმშილე პოლიტპატიმარს ბევრი ვთხოვთ, შეწყვიტონ შიმშილობა – მათაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ქვეყნის სამსახურში.

თავისუფლება მზიას! თავისუფლება ზვიადს! თავისუფლება ყველა დატყვევებულ მებრძოლს!

ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი: “მზია არის ძალიან მაგარი ადამიანი”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow