დავით სონღულაშვილი პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლზე. მისი თქმით, საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოებაში, ხოლო მეორე მხრივ, ვეტერინარული სამსახურის შესაძლებლობების გაზრდაში, რომელიც ინფრასტრუქტურის შექმნა-აღჭურვას, საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სხვა საჭირო აქტივობებს გულისხმობს. „ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომებთან, რაც გამჭვირვალეობის პრინციპის, დაავადებების გავრცელების პრევენციისა და მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების, ასევე ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ WOAH-ის არაერთ ღონისძიებას, მათ შორის ევროპის რეგიონულ კონფერენციას, დისკუსიებსა და ტრენინგებს უმასპინძლა. „ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. საქართველოსთვის მეტად აქტუალურია ის, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობა გენერალური სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვუერთდებით ამ მიდგომას და საქართველოს სახელით ვადასტურებ, რომ საქართველო დაავადებების პრევენციის პროცესში მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს. პროფილაქტიკური ვაქცინაციისას ევროპული წარმოებისა და რეგისტრაციის მაღალი ხარისხის ვაქცინებს ვიყენებთ“, – განაცხადა მინისტრმა. დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ტრანს-სასაზღვრო დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ადრეული შეტყობინების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებაა, რაშიც საქართველო უპირობოდ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ინარჩუნებს გამჭირვალობის მაღალ დონეს. „ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (WOAH) აერთიანებს 183 ქვეყანას. საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული. ორგანიზაციაში ხუთი რეგიონული დანაყოფია (ამერიკა, აფრიკა, ევროპა, შუა-აღმოსავლეთი, აზია). ევროპის რეგიონში თავმოყრილია 53 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი (CVO) 2021-2023 წლები ევროპის რეგიონის ბიუროში იკავებდა გენერალური მდივნის პოზიციას (არჩევითი პოზიცია), ხოლო 2024 წლიდან, სამი წლის ვადით, მეორედ აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. მინისტრთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ვასილ ბასილაძე და გიორგი იაკობაშვილი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლზე. მისი თქმით, საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოებაში, ხოლო მეორე მხრივ, ვეტერინარული სამსახურის შესაძლებლობების გაზრდაში, რომელიც ინფრასტრუქტურის შექმნა-აღჭურვას, საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სხვა საჭირო აქტივობებს გულისხმობს.
„ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომებთან, რაც გამჭვირვალეობის პრინციპის, დაავადებების გავრცელების პრევენციისა და მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების, ასევე ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ WOAH-ის არაერთ ღონისძიებას, მათ შორის ევროპის რეგიონულ კონფერენციას, დისკუსიებსა და ტრენინგებს უმასპინძლა.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. საქართველოსთვის მეტად აქტუალურია ის, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობა გენერალური სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვუერთდებით ამ მიდგომას და საქართველოს სახელით ვადასტურებ, რომ საქართველო დაავადებების პრევენციის პროცესში მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს. პროფილაქტიკური ვაქცინაციისას ევროპული წარმოებისა და რეგისტრაციის მაღალი ხარისხის ვაქცინებს ვიყენებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ტრანს-სასაზღვრო დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ადრეული შეტყობინების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებაა, რაშიც საქართველო უპირობოდ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ინარჩუნებს გამჭირვალობის მაღალ დონეს.
„ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (WOAH) აერთიანებს 183 ქვეყანას. საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული.
ორგანიზაციაში ხუთი რეგიონული დანაყოფია (ამერიკა, აფრიკა, ევროპა, შუა-აღმოსავლეთი, აზია). ევროპის რეგიონში თავმოყრილია 53 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი (CVO) 2021-2023 წლები ევროპის რეგიონის ბიუროში იკავებდა გენერალური მდივნის პოზიციას (არჩევითი პოზიცია), ხოლო 2024 წლიდან, სამი წლის ვადით, მეორედ აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.
მინისტრთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ვასილ ბასილაძე და გიორგი იაკობაშვილი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






