დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა

დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, ხიდაშელმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა. კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების […]

აპრ. 8, 2025 - 18:57
 0
დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა

დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, ხიდაშელმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა. კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლამდე გადავადება მოსთხოვა, მიზეზად პანდემია დასახელდა. თუმცა, არც გადავადების შემდეგ არ მომხდარა საპრივატიზებო პირობების შესრულება.
ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი “ლიბანი” 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.
კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.
ხიდაშელი ამ დრომდე ფლობს სახელმწიფოსგან შეძენილ 2 ქონებას “რიყის დოქებს”, რომელიც ხიდაშელმა 2022 წლის მარტში 10 მილიონ ლარად შეიძინა, აღნიშნულ ობიექტზე ხიდაშელს 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არც აღნიშნული პროექტის განვითარება(ბიემჯი)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow