დათო ევგენიძე: ჩვენ მსოფლიო აგვიჯანყდა ვერ ვხვდებოდით რისთვის რაზე…

მუსიკოსი, პოეტი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს: ერთი კაცი დაიჭირეს არ იცოდა იჯდა რაზე… მივიდა გამოუშვა ვალოდია ჯინჭარაძემ… ერთს მანქანა გაუფუჭდა დაუღამდა მარტოს გზაზე მივიდა დაუქოქა ვალოდია ჯინჭარაძემ… გოგოს ძაღლი ეხრჩობოდა მისტირიდა ის ძაღლს ზღვაზე ჩაყვინთა დაუბრუნა ვალოდია ჯინჭარაძემ… სადღაც ომი დაიწყო და არ დატოვეს მათ ქვა-ქვაზე მივიდა და შეარიგა ვალოდია ჯინჭარაძემ… გაფრინდა […]

ივნ. 25, 2025 - 16:27
 0
დათო ევგენიძე: ჩვენ მსოფლიო აგვიჯანყდა ვერ ვხვდებოდით რისთვის რაზე…
მუსიკოსი, პოეტი სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს:
ერთი კაცი დაიჭირეს
არ იცოდა
იჯდა რაზე…
მივიდა გამოუშვა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
ერთს მანქანა გაუფუჭდა
დაუღამდა მარტოს გზაზე
მივიდა დაუქოქა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
გოგოს ძაღლი ეხრჩობოდა
მისტირიდა ის ძაღლს ზღვაზე
ჩაყვინთა დაუბრუნა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
სადღაც ომი დაიწყო და
არ დატოვეს მათ ქვა-ქვაზე
მივიდა და შეარიგა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
გაფრინდა და ვერ აჯენდა
კოსმონავტი ხომალდს მარსზე
აფრინდა დაუჯინა
ვალოდია ჯინჭარაზე…
ჩვენ მსოფლიო აგვიჯანყდა
ვერ ვხვდებოდით რისთვის
რაზე-
იმიტომ რომ
მარტო ჩვენ გვყავს
ვალოდია ჯინჟარაძე….
დე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow